"ფერადი სამყარო, სადაც ყველაფერია შესაძლებელი"
04 მარტი, 2015
"ფერადი სამყარო, სადაც ყველაფერია შესაძლებელი" ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა ახალგაზრდა მხატვრის, ირაკლი გორგაძის პერსონალური გამოფენა სახელწოდებით - "ასტრალიზმი, როგორც მიმდინარეობა".

გამოფენის ორგანიზებაში მონაწილეობას იღებდა ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი.
გამოფენაზე, ძირითადად, წარმოდგენილი იყო აბსტრაქტული ხასიათის ნამუშევრები: "სურვილის დემონები", "კოსმიური კაცი", "ასტრალური პეიზაჟი" და ა.შ.

აღსანიშნავია ავტორის მიერ გამოყენებული მრავალფეროვანი მასალა: ბამბა, ხის ჩხირები, ფერადი თვლები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. 

როგორც მხატვარმა ირაკლი გორგაძემ აღნიშნა: "პროფესიით მხატვარი არ ვარ, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობ. ეს ჩემი პირველი პერსონალური გამოფენაა, რომლისთვისაც დაახლოებით 3 თვის მანძილზე ვემზადებოდი. აქამდე ჩემს ყველა ნამუშევარს თითქოს აკლდა სხეულის ფორმები, გადავწყვიტე, სრულყოფილებისათვის ასტრალიზმი დამემკვიდრებინა, როგორც მიმდინარეობა. ასტრალური სივრცე არის ფერადი აურითა და ქმნილებებით გაჯერებული სამყარო, სადაც თითქმის ყველაფერია შესაძლებელი. შესაბამისად, მაქვს თავისუფლება და დამთვალიერებელს აღარ უჩნდება კითხვა, თუ რატომ აქვს ამა თუ იმ სხეულს ზედმეტი თვალი, უცნაური ფორმა და ა.შ." 

დამთვალიერებელ ანუკი ჯანელიძის თქმით: "ხშირად ვესწრები მსგავს გამოფენებს, განსაკუთრებით საინტერესოა ახალბედა მხატვრების შემოქმედება. აღნიშნული გამოფენა ერთ-ერთი საუკეთესოა და ვფიქრობ, ავტორის დებიუტი შედგა". 

გამოფენას ესწრებოდა ირაკლი გორგაძის მეგობარი ნინა სუბლატი. მომღერლის თქმით, "ირაკლი ჩემი ახლო მეგობარია, დიდი ხანია ვიცნობ და ვფიქრობ, საინტერესოა მასთან ურთიერთობა. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები ახლოს არის ჩემს გემოვნებასთან, განსაკუთრებით მიმზიდველია 4 სტიქიის ამსახველი "ასტრალური პეიზაჟები". პირველი გამოფენისათვის საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესოა ნახატებია, განსაკუთრებით, საყოფაცხოვრებო ნივთების გამოყენებით, რადგან, ჩემი აზრით, ყოველდღიური ცხოვრებისა და ხელოვნების ჰარმონია მნიშვნელოვანია ყველა შემოქმედისათვის".

გამოფენა 7 მარტამდე გაგრძელდება.





გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary