ნიკოლოზ ბარათაშვილი და გერმანული რომანტიზმი
05 მარტი, 2015
 ნიკოლოზ ბარათაშვილი და გერმანული რომანტიზმი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა კოკა ბრეგაძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე - "ნიკოლოზ ბარათაშვილი და გერმანული რომანტიზმი".

მოხსენებაში გაანალიზებული იყო ნიკოლოზ ბარათაშვილის ძირითადი ლირიკული ტექსტები გერმანულ კონტექსტში, მაგალითად, "შემოღამება მთაწმინდაზედ", "ღამე ყაბახზედ" და ა.შ. 

აღსანიშნავია, რომ ქართულ და გერმანულ რომანტიზმს საერთო ფილოსოფიური საფუძველი აქვს, თუმცა, ქართველი რომანტიკოსების შესაძლებლობა ბევრად შეზღუდული იყო, ვიდრე მათი ევროპელი პოეტი კოლეგების. მეტად სრულყოფილი სახით რომანტიზმი ნ. ბარათაშვილის ნაწარმოებებში ვლინდება, როგორც მომავალზე ორიენტირებული, ხილული და უხილავი რეალობის სინთეზი. 

მომხსენებელმა განიხილა ის ძირითადი მსგავსება და განსხვავება, რაც გერმანულ და ქართულ რომანტიზმს აკავშირებთ. მაგალითად, გერმანული რომანტიზმი განვითარდა, როგორც პროზასა და პოეზიაში, ასევე დრამატურგიაში, ხოლო საქართველოში ეს მიმდინარეობა მხოლოდ ლირიკაში აისახა. 

როგორც კოკა ბრეგაძემ აღნიშნა, " ხშირად ვაწყობ მსგავსი შინაარსის საჯარო ლექციებს, ვფიქრობ, 1 საათი არ არის საკმარისი ამ ფუნდამენტური საკითხების ამომწურავი განხილვისათვის, თუმცა, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების შემეცნებისა და ანალიტიკური აზროვნების განვითარებისთვის. დღევანდელი ლექცია ეხებოდა თემას, რომელზე დაკვირვებაც მეცნიერულად ბოლო წლებში დაიწყო, განსაკუთრებით კახა კაციტაძის სტატიების გამოქვეყნების შემდეგ, მან ჟურნალში "გეორგიკა" განიხილა სოლომონ დოდაშვილისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის მოღვაწეობა გერმანული რომანტიზმის კონტექსტში". 

სტუდენტ მარიამ არაბულის თქმით: "ჩემთვის, როგორც გერმანული ფილოლოგიის სტუდენტისთვის, განსაკუთრებით საინტერესო იყო დღევანდელი ლექცია. ამომწურავად იყო განხილული რომანტიზმის, როგორ ლიტერატურული მიმდინარეობის არსი და განვითარების ეტაპები. განსაკუთრებით დამამახსოვრდა რომანტიზმის ძირითადი მახასიათებლები, რომ ამ მიმდინარეობის მიზანია, ამოიცნოს რეალურში - მისტიური, ხილულში - უხილავი და სასრულში- უსასრულობა".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary