"სახელმწიფო უნდა არსებობდეს ხალხით და ხალხისათვის"
06 მარტი, 2015
"სახელმწიფო უნდა არსებობდეს ხალხით და ხალხისათვის" ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ "ლიგამუსში" ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე - "ტოლერანტობა და სამართლის საკითხები".

გიორგი მშვენიერაძე ასევე არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის აკადემიური თანადირექტორი. მან ისაუბრა სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის ძირითად ასპექტებზე, განიხილა ქართული და დასავლური კონსტიტუციური პრინციპები: "სამართლებრივი სახელმწიფო უნდა არსებობდეს ხალხის საკეთილდღეოდ, ხალხისათვის და ხალხით". მომხსენებელმა ასევე ისაუბრა იმ მანკიერებებზე, რაც ახლავს თავისუფლებასა და დემოკრატიას, რომ ხშირად დემოკრატია გვევლინება, როგორც უმრავლესობის ტირანია. საუკეთესო შემთხვევაში კი უმრავლესობის მმართველობა უნდა იზღუდებოდეს უმცირესობათა ინტერესებით". 

როგორც "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" (TDI) დირექტორმა ეკა ჭითანავამ აღნიშნა, "საჯარო ლექციების ციკლი ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში ახალი პროექტია, რომელსაც "TDI" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად 2015 წლის თებერვლიდან ახორციელებს. სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ტოლერანტობის, თავისუფლებისა და სეკულარული პრინციპების შესახებ ცოდნის გაღრმავებას, სწორედ ამიტომ, ჩვენ შევცვალეთ ლექციების სტილი, თავდაპირველად შერჩევის საფუძველზე მხოლოდ 25 სტუდენტს ვხვდებოდით დახურულ სივრცეში, მოგვიანებით კი გადავწყვიტეთ, ლექციებისათვის საჯარო სახე მიგვეცა და ამაში ილიას უნივერსიტეტი დაგვეხმარა. ყოველ პარასკევს ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ჩაერთოს ჩვენს ღონისძიებაში".

"მომეწონა დღევანდელი ლექცია, ვფიქრობ, საინტერესო იყო, როგორც მომხსენებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ასევე აუდიტორიის ჩართულობაც. მსგავსი ტიპის დისკუსიები აუცილებელია იმისთვის, რომ მეტად ვიმსჯელოთ, ჩვენი შეხედულებები არ მოექცეს ჩიხში და გავაფართოვოთ აზროვნების ჰორიზონტი, "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი" (TDI) ყოველთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან პროექტებს გვთავაზობს, მე ხშირად ვთანამშრომლობ მათთან და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებ" - აღნიშნა "საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა ლელა ხონელიძემ. 

საჯარო ლექციების ციკლი მოიცავს 12 ლექციას, რომელიც ყოველ პარასკევს გაიმართება. შემდეგი სადისკუსიო თემა იქნება "ტრადიცია და ნაციონალიზმი".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary