ქალების დღე თსუ–ში
06 მარტი, 2015
ქალების დღე თსუ–ში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

მის ფარგლებში გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა ქართველებმა, აზერბაიჯანელებმა და იეზიდებმა მიიიღეს. საღამოზე წარმოადგინეს სიმღერები, ცეკვა, პოეზია.

ღონისძიებაზე აგრეთვე აჩვენეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც "ქალთა საბჭოს" მოღვაწეობას ეხებოდა.

გარდა კონცერტისა, ფოიეში მოეწყო ქალების ხელნაკეთი ყვავილების, აქსესუარების, სამკაულებისა და სხვა ნივთების გამოფენა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა თმის მოვლის საშუალებების მწარმოებელი კომპანია "ბიოქსინი", რომელმაც მოაწყო გათამაშება და 4 ქალბატონი თავისი პროდუქციით დააჯილდოვა. ამავე კომპანიამ ყველა სტუმარი 25 %–იანი ფასდაკლების ბარათით დაასაჩუქრა. მისი წარმომადგენელი მოდელი ირინა ონაშვილი იყო.

"ჩვენი კომპანია, როგორც ყოველთვის, ჩართულია ასეთ ღონისძიბებში. სიმბოლურ საჩუქრებს გადავცემთ ხოლმე ქალბატონებს. დღეს მაქვს პატივი ლამაზ ქალბატონებს 8 მარტის დღესასწაულის აღსანიშნავად სასიამოვნო სიურპრიზი გადავცე" – თქვა მან. 

დღევანდელი ღონისძიება "ქალთა საბჭოსა" და "ქალთა ასოციაციის" ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა. ჩვენ მათ წარმომადგენლებს ვესაუბრეთ:
"ქალთა საბჭომ" მოაწყო "ქალთა კვირეული", რომლის ფარგლებში გვქონდა შეხვედრა საკრებულოში. დღესაც ვაგრძელებთ მას, ოღონდ ამჯერად უნივერსიტეტი გვმასპინძლობს. დღეს 3 აკადემიკოსი ქალბატონი, რომლებიც ჩვენი საბჭოს წევრები არიან, ორგანიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მედლებითა და სიგელებით დავაჯილდოვეთ. მათ შორის თსუ–ს პროფესორი მარიკა ლორთქიფანიძეც"– თქვა მანანა ჯიქიამ.

"ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაცებთან. მათ შორის, რა თქმა უნდა, "ქალთა საბჭოსთანაც", რომელსაც ამჟამად ვმასპინძლობთ. მათ წელს საიუბილეო თარიღი აქვთ. გვინდოდა ეს მათთან ერთად აღგვენიშნა. მარტი, მოგეხსენებათ, ქალების თვედ მიიჩნევა. ამიტომ, ბუნებრივია, ეს პერიოდი ავარჩიეთ. ძალიან მრავალფეროვანი კონცერტი იყო. საჩუქრებიც მოვუმზადეთ ქალბატონებს. ვიმედოვნებ, შევძლებთ მათთვის დღის გახალისებას "– გვითხრა ხათუნა ჩუგოშვილმა.

ღონისძიებას 100–მდე სტუმარი ესწრებოდა. უმცირესობაში მამრობითი სქესის წარმომადგენლები იყვნენ. ერთ–ერთ მათგანს გავესაუბრეთ.
"აქ მეგობრების თხოვნით მოვედი. ის, რომ არ არსებობს კაცთა დღე, ჩემი აზრით, არ არის გენდერული უთანასწორობის ნიშანი, რადგანაც ყოველი დღე ჩვენი, მამაკაცებისაა" – თქვა მამუკა კალანდაძემ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary