,,ერთად ვიზრუნოთ ქალებზე’’
07 მარტი, 2015
,,ერთად   ვიზრუნოთ   ქალებზე’’ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
,,ინოვაციების და განვითარების ფონდის" ოფისში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა ,,ერთად ვიზრუნოთ ქალებზე".

პარალელურად მოეწყო ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილი იყო გვანცა ყაჭეიშვილის, ლანა თედიაშვილის, ლენუკა ყიფიანის, გიორგი მალანიას ნამუშევრები. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: "keep smiling" და ,,ქალები საქართველოსთვის", მხარდამჭერები: ,,ინოვაციების და განვითარების ფონდი", საინფორმაციო სააგენტო ,,ედიტორი".

ორგანიზაცია ,,keep smiling"-ის დამფუძნებელმა თიკა ნოზაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა: ,,პირველი ღონისძიება 3 მარტს ჩავატარეთ. დღეს მეორე ღონისძიებაა. დიდ მადლობას ვუხდით ,,ინოვაციებისა და განვითარების ფონდს",   რადგან მოგვცა საშუალება ქალთა დღის აღსანიშნავად ჩაგვეტარებინა ეს ღონისძიება. ჩვენ ვეხმარებით გაბრიელ ბერის სახელობის მოხუცებულთა სახლს. გვინდა, რომ ეს დღე გავულამაზოთ ქალბატონებს".
,,keep smiling"-ის წარმომადგენელმა დეა შალამბერიძემ აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ უკვე ჩაატარა ერთი ღონისძიება ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ, რომელსაც ფლეშმობის სახე ჰქონდა. ,,იმედი გვაქვს, რომ ხალხი დაგვიდგება გვერდში" - განაცხადა მან.

ორგანიზაცია ,,ქალები საქართველოსთვის" თავმჯდომარის, თეონა ჭალიძის თქმით: ,,ამ წუთებში მიმდინარეობს გამოფენა-გაყიდვა ,,ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" ვერანდაზე. შემოსული თანხა მოხმარდება მოხუცებულთა თავშესაფრის ქალბატონებს. დღეს რამდენიმე მათგანი დაესწრება ამ ღონისძიებას, რაც ძალიან სასიხარულოა. ღონისძიებაში ახალგაზრდა პოეტები, მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას. ვფიქრობთ, რომ ერთ დღეს გავულამაზებთ ქალბატონებს და მივულოცავთ 8 მარტს. შემდეგ უშუალოდ თავშესაფარში ვესტუმრებით, სადაც საჩუქრებს მივუტანთ. მოხარული ვარ, რომ ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ ახალგაზრდები. მომავალშიც გავაგრძელებთ მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას".

,,აქამდე მსგავს პროექტში მონაწილეობა არ მიმიღია, ამიტომ ჩემთვის ეს პროექტი ძალზე მნიშვნელოვანია ჩემი განვითარებისთვის და ასევე იმიტომ, რომ ვეხმარებით გაჭირვებულ ადამიანებს"- განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ ანუკა ნიკოლაძემ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary