დისკუსია ქალთა პრობლემებზე
09 მარტი, 2015
დისკუსია ქალთა პრობლემებზე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში ქალთა პრობლემებზე დისკუსია გაიმართა.

მომხსნებელი სოციოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ემზარ ჯგენერაია იყო. მან ყურადღება გენდერულ სტერეოტიპებზე გაამახვილა და გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა. მაგალითისთვის ქონების განაწილების საკითხი მოიყვანა. "ქართული კანონმდებლობის მიხედვით, ქონება თანაბრად უნდა განაწილდეს ორივე სქესის წარმომადგენლებზე და უთანასწორობა მხოლოდ მშობლების არჩევანს შეგვიძლია მივაწეროთ. ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ასეთი მახინჯი მოვლენებისგან" - თქვა მან.

შეხვედრის ორგანიზატორი ბიბლიოთეკის პიარის განყოფილების თანამშრომელი ნინო გედენიძე იყო.
"გარდა დისკუსიისა, დარბაზში გამოფენილია პირველი ქალური ჟურნალები და მათი ავტორების ფოტოები. ამავე დროს, მოვიძიეთ ცნობილი ქართველი მოღვაწეების გამონათქვამები ქალებზე. ჯერ კიდევ 1909 წელს გამოდიოდა მწერალ ქალთა ალმანახი და ჟურნალი "ქორწინება". საკმარისია, უბრალოდ, თვალი გადავავლოთ მას, რომ მარტივად მივალთ დასკვნამდე ამ პერიოდში ისეთივე პრობლემები, ინტერესები, აზროვნება გვქონდა, როგორიც ევროპელ ქალებს. ეს კიდევ ერთი არგუმენტია იმისა, რომ ჩვენ ვიყავით ევროპის ნაწილი" – განაცხადა მან.

მიწვეულ სტუმრებს შორის ჟურნალ "და ქალის" რედაქტორი ლელა მოდებაძეც იყო.
"ჟურნალი უკვე 4 წელია გამოდის და თავიდანვე დავიწყეთ საჯარო ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობა. კერძოდ კი, ნინო გენედენიძე ერთ–ერთ ბლოკის ავტორია და საინტერესო სტატიებს წერს. როგორც ვიცი, დისკუსია ქალთა დღეს უნდა მიეძღვნას. ამიტომაც ყველაზე ქალური ჟურნალის წარმომადგენლების მოწვევა სავსებით ლოგიკურია" – გვითხრა მან.




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary