საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში სტუდენტური დღეების 2015 წლის პროგრამის პრეზენტაცია მოეწყო.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად უმაღლესმა სასწავლებლებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია 25 მარტის ჩათვლით, წარადგინონ განაცხადი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტური დღეები 2014-ის გამარჯვებულია და ტრადიციულად ხვდა წილად მომდევნო წლის პროგრამის პრეზენტაციის მასპინძლობა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთაა მინისტრი ლევან ყიფიანი, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები.
2014 წელს სტუდენტური დღეები ევროპული მომავლის ეგიდით ჩატარდა და პროექტში მონაწილეობა მიიღო 5000-მდე სტუდენტმა 47 სხვადასხვა სასწავლებლიდან.
სტუდენტური დღეები 2015-ის მიზნები და ამოცანებია: ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; სტუდენტების თავისუფალიდროის ნაყოფიერად გამოყენება; რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების გააქტიურება; თვითშემოქმედებითი და სპორტული ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდებს გამოვლენა-წახალისება; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდათა საზოგადოებაში ინკლუზია.
პრეზენტაცია წარადგინეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა და პროექტის სპონსორი კომპანიის, "მაგთის" წარმომადგენლებმა.