ლიტერატურა საბჭოთა ეპოქაში
11 მარტი, 2015
ლიტერატურა საბჭოთა ეპოქაში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია "ქართული ლიტერატურა საბჭოთა ტოტალიტარიზმის ეპოქაში" გაიმართა.

მომხსენებელი ამავე უნივერსიტეტის პროფესორი ირმა რატიანი იყო. იგი საბჭოთა წყობის დამყარების გზებს შეეხო და რევოლუციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"რევოლუციას, გარდა პოლიტიკური რეჟიმის, ხელოვნებისა და ლიტერატურის კურსის შეცვლაც შეუძლია. რაც მთავარია, არა მხოლოდ ცვლილება, არამედ იმ ახლის შექმნა, რომელსაც იმჟამამინდელი რეჟიმი სთავაზობს" – თქვა მან.

მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება კულტურულ მოდელებს დაუთმო: "ფაქტობრივად, კულტურა ორად გაიხლიჩა. ჩამოყალიბდა მასების გემოვნებასთან გათანაბრებული კულტურა, რომელმაც დაკარგა ღირსება და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ღირებულება. აგრეთვე, ელიტარული კულტურა, რომელმაც აირჩია მაღალი კულტურის კვარცხლბეკზე დგომა, მაგრამ გახდა იზოლირებული".

ლექცია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. ჩვენ ერთ–ერთ წარმომადგენელს ვესაუბრეთ: "ჩვენი მოვალეობაა, სტუდენტებს შევთავაზოთ არა მარტო კონკურსის ტიპის პროექტები, არამედ შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები. იქიდან გამომდინარე, რომ ქართული ფილოლოგია ჰუმანიტარული ფაკულტეტის ერთ–ერთი წამყვანი მიმართულებაა, გადავწყვიტეთ, ეს შეხვედრა მათთვის მიგვეძღვნა. გვქონდა რამდენიმე ვერსია თემასთან დაკავშირებით. როგორც დავინახეთ, შერჩეული თემა სტუდენტებისთვის საინტერესო აღმოჩნდა" – გვითხრა ლერი მდინარაძემ.

ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. დისკუსიას 50–მდე ახალგაზრდა ესწრებოდა. როგორც ერთ–ერთმა მათგანმა გვითხრა, ირმა რატიანი მიმართულების წამყვანი ლექტორია. 

"იგი საინტერესო საგნებს კითხულობს. მათ შორს ერთ–ერთია ლიტერატურისმცოდნეობის შესავალი. მისი ლექციები, საჯარო იქნება თუ დახურული, ყოველთვის ინფორმაციულია. როგორც ვიცი, თემა თავად შეარჩია. საბჭოთა ცხოვრების სტილი დღემდე გარკვეულწილად განაპირობებს ჩვენს ცხოვრებას. ამიტომ, ვფიქრობ აქტუალობა გახდა ამის მიზეზი" – აღნიშნა მარიამ კალაძემ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary