რელიგია - კერძო თუ საჯარო სივრცე?
13 მარტი, 2015
რელიგია - კერძო თუ საჯარო სივრცე? ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ "ლიგამუსში" ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში გია ნოდიამ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე - "რელიგია დემოკრატიულ პოლიტიკაში".

მან ისაუბრა რელიგიისა და სახელმწიფოს მიმართების შესახებ, განიხილა კლასიკური სეკულარიზმის, იგივე ლაიციზმის ცნება, რომელიც გულისხმობს, რომ რელიგიის ადგილი მხოლოდ კერძო სფეროშია, იგი ადამიანის პირადი სივრცის ნაწილია. 

"თავისუფალი ვართ რელიგიის არჩევაში ისევე, როგორც გვაქვს თავისუფალი ნება, თუ რას ჩავიცვამთ სახლიდან გამოსვლისას" - აღნიშნა გია ნოდიამ.

ლექციის მსმენელებმა მიიღეს საინტერესო ინფორმაცია ევროპის ქვეყნების პრობლემების შესახებ. როგორც აღმოჩნდა, ევროპისა და ამერიკის განვითარებულ დემოკრატიებსაც აქვთ სირთულე რელიგიის, სეკულარიზმის ირგვლივ, მაგალითად, თურქეთს, საბერძნეთს, გერმანიას. პროფესორმა გია ნოდიამ საინტერესოდ განიხილა აშშ-ის პოლიტიკის თავისებურებები სეკულარიზმთან დაკავშირებით. დასავლური დემოკრატიის სამშობლოში კონგრესის სხდომები იწყება სიყვებით: "One nation under God" ("ღვთის ქვეშ მყოფი ერთიანი ერი"), ასევე საგულისხმოა ფაქტი, რომ აშშ-ის პრეზიდენტები ფიცს დებენ ბიბლიაზე. 

რაც შეეხება ევროპას, აქ პროტესტანტულ სახელმწიფოებში, ძირითადად, არსებობს სახელმწიფო რელიგიები: ბრიტანეთი, დანია, ისლანდია, ნორვეგია.
ლექციის შემდეგ დისკუსია გაიმართა. 

შეგახსენებთ, რომ საჯარო ლექციების ციკლი ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში ახალი პროექტია, რომელსაც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (თDI) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად 2015 წლის თებერვლიდან ახორციელებს ყოველ პარასკევს 19:00 საათზე. დასწრება თავისუფალია და ლექციების 80 %-ზე დასწრების შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატები. ლექციებს წაიკითხავენ მიწვეული ლექტორები და მკვლევა(TDIრები, როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ასევე სხვა უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ორგანიზაციებიდან. ლექციების შემდეგ გათვალისწინებულია დისკუსია.

პროექტი ხორციელდება ჰოლანდიის საელჩოს მხარდაჭერით "ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა საქართველოში" პროექტის ფარგლებში.

შემდეგი საჯარო ლექცია გაიმართება 20 მარტს.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary