„თავისუფლება არის ყველაფერი და არის ყველგან“
13 მარტი, 2015
„თავისუფლება  არის  ყველაფერი  და  არის ყველგან“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"ლიბცენტრში" თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის აკადამიური თანადირექტორის გიორგი მშვენიერაძის საჯარო ლექცია "ჯანგო და თავისუფლება" გაიმართა.

საჯარო ლექციათა ციკლი სტუდენტებისათვის "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა" და "ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის" თანამშრომლობით ტარდება უკვე მე-5 სეზონია. ტრადიციულად ლექციებს სხვადასხვა თემაზე უძღვება იურისტი გიორგი მშვენიერაძე. 

ამჯერად ლექციათა ციკლი გაიხსნა აქტუალური და არსებითად საკამათო თემით "ჯანგო და თავისუფლება". უსაფუძვლო დისკრიმინაცია, სტერეოტიპების სიყალბე, იძულებითი არჩევანი, ეს ის საკითხებია, რომლებიც მომხსენებელმა და მსმენელმა ახალგაზრდებმა ერთად განიხილეს კვენტინ ტარანტინოს ფილმის საფუძველზე. დოქტორი შულტცისა და ფერადკანიანი ჯანგოს თავგადასავალი ლექციის მსვლელობისას კადრებად გაიხსენეს და აქცენტი გააკეთეს ფილმის სიუჟეტის იმ ნაწილზე, რომელშიც მკაფიოდ ჩანს საზოგადოების დამოკიდებულება, როგორ უკვირთ, როდესაც ქუჩაში ცხენით მოსეირნე ფერადკანიანს ხვდებიან. 

როგორც მომხსენებელმა გიორგი მშვენიერაძემ აღნიშნა: "დღეს არსებული მანკიერი დამოკიდებულებების საფუძველი წარსულში უნდა ვეძიოთ, შორეულ ბავშვობაში მიღებული ინფორმაცია დარჩა ჭეშმარიტებად და არ შეგვიძლია მასში ცვლილებების შეტანა, ჩვენ, უბრალოდ, გავხდით ღირებულებების მძევალნი და ფუჭად ვებრძვით სტერეოტიპების სიყალბეს, მთავარი კი არის ის, რომ თავისუფლება არის ყველაფერი და არის ყველგან, სადაც კი მას მოვძებნით".

"ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის" კოორდინატორ ნატა ძველიშვილის თქმით: "საჯარო ლექციებს ვმართავთ 2013 წლიდან, ამჯერად ვთანამშრომლობთ "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან" და ვახორციელეთ პროექტს ჟურნალისტიკით დაინტერესებული სტუდენტებისათვის, ჩვენ ვიწვევთ და ხელს ვუწყობთ ახლგაზრდებს, რათა ისწავლონ ბლოგების წერა, გააკეთონ სიუჟეტები, აწარმოონ გამოკითხვები. პარალელურად ისინი ესწრებიან 12 საჯარო ლექციას და, საბოლოოდ, იღებენ გამოცდილების დამადასტურებელ სერტიფიკატს. ჩვენ გვსურს, შევქმნათ პლატფორმა, სადაც სტუდენტები განახორციელებენ თავიანთ იდეებს, ვცდილოთ, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მომავალი თაობის პროფესიულ განვითარებას".

კოორდინატორის მიერ აღნიშნულ პროექტში მონაწილეების მიღება ხდება სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე, ამ ეტაპზე აპლიკაციების მიღება დასრულებულია, შემდეგი სეზონი კი იგეგმება ივნისში. მონაწილეობა უფასოა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary