თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა.
მომხსენებლები იყვნენ გიორგი სვანიძე და ნინო ბალანჩივაძე.
"ერთ-ერთი გამორჩეული უნივერსიტეტია თავისუფალი უნივერსიტეტი. ყურადღება პრაქტიკაზე იქნება გამახვილებული. პროგრამა ინოვაციურია, რადგან არ აქვს ანალოგი. ,,იესემის" სკოლის ლექტორებს ვთხოვეთ საგადასახადო და ფინანსების სფეროში დახმარება"" - განაცხადა ნინო ბალანჩივაძემ.
ღია კარის დღეზე დამსწრეებს გააცნეს საგნების სია, რომელსაც ისწავლიან.
გიორგი სვანაძემ აღნიშნა: ,,ჩვენი მხრიდან იქნება შექმნილი დოკუმენტები. თქვენ ეს პროცესი ჩვენთან ერთად უნდა გაიაროთ. თქვენი საბაზისო ცოდნა უნდა იყოს ადეკვატური".
სამაგისტრო პროგრამაზე მიღების ორი წინაპირობაა: 1 წელი სამუშაო გამოცდილება და ინგლისური ენის ცოდნა B 2 დონეზე. კანდიდატებს სამაგისტრო გამოცდები ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ. რეგისტრაცია დასრულდება 17 მარტს 18:00 საათზე. მსურველებს შეუძლიათ სამართლის სკოლის გვერდზე აპლიკაციის შევსება. სულ მისაღები 35 ადგილია. სწავლის საფასურია 3900 ევრო, რაშიც სასწავლო მასალაც შედის.