რამდენად გამჭვირვალეა შესყიდვა?
14 მარტი, 2015
რამდენად გამჭვირვალეა შესყიდვა? ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია სახელწოდებით - "სახელმწიფო შესყიდვები - რამდენად გამჭვირვალეა შესყიდვები?" ჩატარდა.

ლექცია პროექტის "თავისუფლების იდეები საქართველოში" ფარგლებში შედგა. მომხსენებელი პროფესორი შალვა ჯულაყიძე იყო. 

"უკვე აღნიშნეს და მეც ვეთანხმები, რომ თემა საკმაოდ სპეციფიკურია. აგრეთვე, პრობლემატურიც. გამომდინარე იქიდან, რომ ეს დარგი სულ რამდენიმე წელია, რაც ეკონომიკის ცალკეულ მიმართულებად მიიჩნევა, მიხარია, სტუდენტების ამგვარი დაინტერესება. ამის ორი მიზეზი არსებობს. პირველი ის, რომ აღმოიფხვრას კადრების დეფიციტი ამ დარგში. მეორე კი ისაა, რომ საზოგადოება ფლობდეს საკმარის ინფორმაციას, როგორ აკონტროლოს სახელმწიფო შესყიდვები. მოგეხსენებათ, საკითხის მიმართ ბევრი შენიშვნა მოგვისმენია" – თქვა მან.


მომხსენებელმა სახელმწიფოს შესყიდვების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, იგი საქართველოს ეკონომიკაში საკმაოდ მნიშვნელოვნ როლს ასრულებს და მშპ–ს 20%–ს შეადგენს. მან აღნიშნული საკითხების რეგულირების მექანიზმები განიხილა. იგი შეეხო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მიზნებსაც:
"კანონს 5 ძირითადი მიზანი აქვს. 1) აკონტროლოს ხარჯების რაციონალური ხარჯვა; 2) ხელი შეუწყოს ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას; 3) შესყიდვებში მონაწილეთა მიმართ სამართლიანი მიდგომა ჩამოაყალიბოს; 4) უზრუნველყოს ინფორმაციის საჯაროობა; 5) აღამაღლოს საზოგადოების ნდობა" – განაცხადა შალვა ჯულაყიძემ.

ლექცია "თსუ-ს ანალიზისისა და მოსაზრების ცენტრისა" და "ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის" ორგანიზებით გაიმართა. ერთ–ერთმა ორგანიზატორმა ქეთევან კრიალაშვილმა მხარდამჭერებსა და მომხსენებელზე ისაუბრა:
"ჩვენი ფინანსური მხარდამჭერი ფრიდრიხ რაუმანის სახელობის ფონდია. ბატონ შალვა ამჟამად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მუშაობს. მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ამ სფეროში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტუდენტების აქტიური ჩართულობა. მათთვის, ვფიქრობ, საინტერესო იქნება პროფესიონალის პასუხები გაჩენილ შეკითხვებზე".

შეხვედრის ბოლო ნაწილი დისკუსიას დაეთმო. მას 100–მდე სტუდენტი ესწრებოდა. როგორც ერთ–ერთმა მათგანმა თათია ქველაძემ გვითხრა, შეხვედრა საინტერესო და ინფორმაციული იყო.
ყველა მონაწილე სერტიფიკატებით დაჯილდოვდება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ლექციათა ციკლი კვლავ გრძელდება.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary