„ქართველებს ცხოვრების ხალისი და პოზიტივი აქვთ“
16 მარტი, 2015
„ქართველებს  ცხოვრების  ხალისი და   პოზიტივი  აქვთ“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში პოლონელი მკვლევარის, კულტუროლოგის, ევროკავშირის სასამართლოს ყოფილი ასისტენტის მარჩინ ოლეინიკის ლექცია და წიგნის პრეზენტაცია: ,,თანამედროვე საქართველოს დილემები, 2010-2011" (Dylematy wspolczesnej Gruzji by Marcin Olejnik) გაიმართა.

ლექციაზე დასწრების უფლება ყველა მსურველს ჰქონდა. დამსწრეებს შეეძლოთ, აერჩიათ მათთვის სასურველი ენა (ინგლისური, რუსული, ან პოლონური), რომელზეც ლექცია ჩატარდებოდა. აუდიტორიამ რუსული ენა აირჩია.
,,საქართველო საინტერესო ქვეყანაა. ქართველებს ცხოვრების ხალისი და პოზიტივი აქვთ. მათგან უჩვეულო ენერგია მოდის. თქვენგან ველოდებით ამ ენერგიას" - განაცხადა მარჩინ ოლეინიკმა.

ცნობილმა კულტუროლოგმა თანამედროვე საქართველოს დილემებზე ისაუბრა და საკუთარი აზრი გამოთქვა ამ საკითხზე: ,,აქტუალურია აფხაზეთისა და ცხინვალის პრობლემა. ამის შესახებ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ არის მხოლოდდამხოლოდ შევარდნაძის პოლიტიკის ბრალი. ეს მოგვიანებითაც გაგრძელდა, სააკაშვილის დროს. სააკაშვილმა გამოიყენა ძალა".

მარჩინ ოლეინიკმა აღნიშნა, რომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც გორში იმყოფებოდა, ძალიან გაუკვირდა სტალინის ძეგლის ნახვა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary