შეხვედრა დათო ტურაშვილთან
16 მარტი, 2015
 შეხვედრა დათო ტურაშვილთან ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი მწერალი დათო ტურაშვილი ილიაუნის სტუდენტებს შეხვდა.

საღამო ილიაუნის სტუდენტური კლუბის ,,ილიაუნის ერთიანი ძალა" ორგანიზებით გაიმართა.
სტუდენტურ კლუბ ,,ილიაუნის ერთიანი ძალის" მიზანია სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობის მოწყობა და ორგანიზება. მისი წარმომადგენლის, ირაკლი ჭუმბერიძის თქმით: "დღევანდელი შეხვედრის დაგეგმვის მთავარი მიზანი იყო სტუდენტების დამოკიდებულება დათოს მიმართ. ყოველთვის დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს მის გამოსვლას, რაც დღეს დამსწრე აუდიტორიაზეც აისახა".

სასაუბრო თემა დავისუფალი იყო. შეხვედრის განმავლობაში განიხილეს 9 აპრილის მოვლენებიდან მოყოლებული დღემდე არსებული სხვადასხვა აქტივობა, რომლებშიც სტუდენტები იყვნენ ჩართულნი. მწერალმა ასევე ისაუბრა სტუდენტების განათლების მნიშვნელობაზე.

,,სასიამოვნოდ წარიმართა შეხვედრა დავით ტურაშვილთან. განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩემთვის 9 აპრილის მოვლენების მოსმენა" - განაცხადა ილიაუნის სტუდენტმა გიორგი ნათენაძემ.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა.






გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary