მაი ბიწაძის ნახატების გამოფენა ,,ტიფლის ბრანჩში’’
17 მარტი, 2015
მაი  ბიწაძის  ნახატების  გამოფენა  ,,ტიფლის  ბრანჩში’’ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
არტ კაფე "ტიფლის ბრანჩში" ახალგაზრდა მხატვრის მაი ბიწაძის ნახატების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

მხატვარმა წარმოადგინა ნაცნობი და უცნობი ნამუშევრები. ღონისძიებაზე დასწრება ყველა მსურველს შეეძლო. გამოფენას ესწრებოდნენ თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტებიც. ნამუშევრები საკმაოდ ემოციური და შთამბეჭდავი იყო.

,,ვსწავლობ სამხატვრო აკადემიაში. მაია ჩემი მეგობარია. მოვედი გამოფენაზე და გავოცდი. მაია განსხვავებული კუთხით დავინახე. რამდენიმე ნახატი არ მქონდა ნანახი და გაოგნებული დავრჩი. ძალიან ემოციური პორტრეტებია. განსაკუთრებით საინტერესო ფერებია, განწყობისთვის დამახასიათებელი. ასეთ გამოფენებზე ხშირად დავდივარ პროფესიიდან გამომდინარე" - განაცხადა ქეთი შაფათავამ ჩვენთან საუბრისას. 

გარდა ნახატებისა არტ კაფეში გამოფენილი იყო სამკაულები, ,,პეტროს" სახელოსნოს ტანისამოსი და სხვადასხვა დეკორატიული ნივთი, რომელთა ყიდვა დამთვალიერებელს ადგილზე შეეძლო.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary