მითი თუ რეალობა დაუნის სინდრომის შესახებ
18 მარტი, 2015
მითი თუ რეალობა დაუნის სინდრომის შესახებ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ ,,ლიგამუსში" დისკუსია გაიმართა თემაზე - ,,მითი თუ რეალობა დაუნის სინდრომის შესახებ".

დისკუსიის მიზანი საზოგადოებრივი აქტიურობის ამაღლება იყო. საჯარო დისკუსიის მომხსენებლებს შორის იყვნენ: სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირინა ობოლაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი მაია ბუჩუკური და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი მაია ბუჩუკური. დისკუსიის მედიატორი: ფსიქოლოგი თამარ ისაკაძე იყო.

სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირინა ობოლაძემ დაუნის სინდრომსა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ისაუბრა:
,,შშმ პირთა უფლებებზე, ზოგადად, ცოტა რამ ვიცით, მათ შორის დაუნის სინდრომზეც. ჩვენ ვიცით, რომ დაუნის სინდრომი არ არის დაავადება. ამიტომ, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ამ საკითში. ინკლუზიური განათლების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერება უნდა ამაღლდეს. ჩვენ გვერდით მყოფი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები განსხვავებულებად არ უნდა აღვიქვათ" - არნიშნა ირინა ობოლაძემ. 

დისკუსიას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები ესწრებოდნენ:
,,დღევანდელი შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო ჩემთვის და ბევრი რამ გავიგე დაუნის სინდრომის შესახებ. ვფიქრობ, მსგავსი ტიპის შეხვედრა საზოგადოების ცნობიერებას აამაღლებს, რაც დაგვეხმარება, რომ ასეთ ადამიანებს სიბრალულით აღარ შევხედოთ და ჩვენი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად აღვიქვათ" - აღნიშნა სტუდენტმა ანა გელაშვილმა.

დისკუსიაზე მომხსენებლებმა აუდიტორიისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ შეკითხვებს უპასუხეს.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary