,,გვიანი ღამე ილიაუნიში’’
19 მარტი, 2015
,,გვიანი  ღამე  ილიაუნიში’’    ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება დაიწყო სახელწოდებით - ,,გვიანი ღამე ილიაუნიში", რომელმაც ბევრი საინტერესო და მრავალფეროვანი, შემეცნებითი თუ გასართობი აქტივობა გააერთიანა.

ღონისძიება 17:00 საათიდან დაიწყო. უნივერსიტეტი სტუმრებისთვის ღია იქნება 02:00 საათამდე.
დასწრება ყველა მსურველს შეეძლო: სტუდენტებს, ლექტორებს, აბიტურიენტებს - ყველას, ვისაც უყვარს ილიაუნი ან სურთ, უკეთ გაიცნოს ის.

სამეცნიერო კუთხეში ასტრონომები იდგნენ. გავესაუბრეთ პროფესორ გიორგი ჯავახიშვილს: ,,თამუნა ხერგიანი და დიტო გელაშვილი ჩვენი მაგისტრანტები არიან. აქ ცოტა არასერიოზული ტელესკოპი გვაქვს. ნამდვილი ტელესკოპი აბასთუმანშია და ჩამობრძანდით. ეს,  მხოლოდდამხოლოდ,  თვალსაჩინოებისთვის გვაქვს, რომ ბავშვებმა ნახონ იუპიტერი, მარსი, ვენერა და ა.შ, თუ მოიწმინდა ცა. სხვათაშორის ხვალ მზის დაბნელებაა".

საღამოზე გაიმართა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების პედაგოგების და კურსდამთავრებულების ნამუშევრების გამოფენაც. წარმოადგინეს კერამიკა, ფერწერა, გრაფიკა, გობელენი, თექა, ბატიკა, ხე, მინანქარი, მინა.

ილიას უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის დირექტორმა თამარ ცაგარელმა აღნიშნა: ,,მოგეხსენებათ, რომ უნივერსიტეტის იუბილეა და ამის გამო მოეწყო გამოფენა. წარმოდგენილია ჩვენივე ცენტრის პედაგოგებისა და კურსდამთავრებულების ნამუშევრები. დაახლოებით 30 მხატვრის ნამუშევარია. სრულიად სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები არიან: ფერმწერები, გრაფიკოსები, ტექსტილის დიზაინერები, იუველირები, კერამიკოსები. საჭიროდ მივიჩნიეთ, ყველას ენახა, თუ როგორი მხატვრები ასწავლიან ილიაში ამ სპეციალობას".



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary