თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, ქეთი ლაზვიაშვილის თქმით: "თემა არის იმდენად აქტუალური, რომ არ შემეძლო არ მოვსულიყავი".
გიორგი ჩიქოვანმა ლექციის მიმდინარეობისას ისაუბრა ადამიანის საკუთარი უფლებების ბუნებრივ კატეგორიაზე და ასევე განიხილა დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქის უფლებები.
,,შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო ჩემთვის პირადად, რადგან ურო მეტად გავიაზრე, თუ რა არის ჩემი საკუთრება, ანუ როგორ შემიძლია დავიცვა სახელმწიფოსგან საკუთრება. ბატონმა გიორგიმ ისაუბრა და მოიყვანა რეალური მაგალითები, რაც არსებობს დღეს ქვეყანაში, ვფიქრობ ძალიან გასაგებად და ნათლად ჩამოაყალიბა საკუთრების ფენომენის არსი. მომეწონა დღევანდელი შეხვედრა და შემდეგ ლექციებსაც აუცილებლად დავესწრები"- განაცხადა სტუდენტმა დავით გიორგაძემ.