ილიაუნის ბაკალავრების სწავლის დამთავრების საზეიმო ღონისძიება
29 ივნისი, 2013
            ილიაუნის ბაკალავრების სწავლის დამთავრების საზეიმო ღონისძიება ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
29 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრების სწავლის დამთავრების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
უკვე მეშვიდე წელია მეოთხეკურსელები ივნისის ბოლო შაბათს ელოდებიან და სიმბოლურად მანტიებში გამოწყობილები აღნიშნავენ უნივერსიტეტის დამთავრებას. ღონისძიება ილიაუნის რექტორმა გიგი თევზაძემ გახსნა. მან ახალგაზრდებს უნივერსიტეტის დამთავრება მიულოცა და წარმატებულ გზაზე სიარული უსურვა. სტუდენტებმა სიმბოლურად ქუდები აყარეს ჰაერში და ერთმანეთს ბაკალავრიატის დამთავრება მიულოცეს.

ილიაუნის უკვე ყოფილ სტუდენტებს უნივერსიტეტის დასრულება "რედბულმაც" მიულოცა და მათ საკუთარი დიპლომები გადასცა. როგორც ერთ-ერთმა კურსდამთავრებულმა რევაზ გენგაშვილმა განაცხადა, უნივერსიტეტში გატარებული ოთხი წელი ნამდვილად ღირდა, თუნდაც, ამ სასიამოვნო დღედ. სპეციალურად ამ დღისთვის კონცერტი გაიმართა, რომელიც ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ტრიომ გახსნა. კონცერტში მონაწილეობას ღებულობდნენ ჯგუფები: "არა" და "life stone".

საღამო ფეიერვერკით დასრულდა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary