ღია კარის დღე ქართულ უნივერსიტეტში
21 მარტი, 2015
ღია კარის დღე ქართულ უნივერსიტეტში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ღია კარის დღე გაიმართა აბიტურიენტებისათვის.

დაინტერესებული პირები შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებს. დარბაზში შეკრებილ აბიტურიებტებს სიტყვით მიმართეს: ქართული უნივერსიტეტის რექტორმა სერგო ვარდოსანიძემ, ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის სკოლის დეკანმა ვახტანგ სართანიამ, ინფორმატიკის, მათემატიკის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლის დეკანმა ივანე წერეთელმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანმა ვახტანგ გურულმა.

სპეციალურად ღია კარის დღისთვის მიიწვიეს სტუმრები: მსახიობი კახი კავსაძე, კომპოზიტორი და მუსიკოსი რომა რცხილაძე, რეჟისორი ლევან კოღუაშვილი.

,,დღევანდელი ღონისძიება საკმაოდ საინტერესო იყო ჩემთვის. უნივერსიტეტების ჩამონათვალში აუცილებლად შევიტან წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტს. ვფიქრობ აქ საინტერესო სტუდენტური ცხოვრება მექნება" - განაცხადა ერთ-ერთმა აბიტურიენტმა, მარიამ გოგავამ, ჩვენთან საუბრისას.

ღონისძიება დასრულდა გათამაშებით, იღბლიან აბიტურიენტებს შეხვდათ პლანშეტები და ფასიანი სასწავლო ვაუჩერები.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary