„მეტამორფოზა“
22 მარტი, 2015
„მეტამორფოზა“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ქარვასლაში თიკა ჟვანიას ნამუშევრის გამოფენა სახელწოდებით - "მეტამორფოზა" გაიმართა.

ინსტალაციის მთავარი იდეა იყო: "ყველაფერი მოძრაობს, არაფერია უძრავი". 

თიკა ჟვანიას აზრით, "ტრანსფორმაციის" იდეის გამოხატვის ყველაზე კარგ მაგალითს წარმოადგენს აბრეშუმის ჭიის პეპლად გადაქცევის პროცესი. მხოლოდ აბრეშუმის პარკი - "ინკუბატორია" დარჩენილი. გამქრალია თავად ჭიის რაიმე ნიშანწყალი, გარდა პარკისა - "ინკუბატორისა", სადაც მთელი პროცესი დაიწყო და დასრულდა. აბრეშუმის ჭია გაქრა, შეერწყა მისი სიცოცხლის ახალ ფორმას. წარსულმა და მომავალმა დაკარგა მნიშვნელობა.

"ვცდილობ, ნაშრომში არამხოლოდ მოძრაობის დინამიკა გამოვხატო, არამედ ასევე ოპტიმისტური მომავალი, სადაც ადამიანებს შეეძლებათ, იცხოვრონ მშვიდობიან და მთლიან საზოგადოებაში, სადაც აღმოსავლეთი და დასავლეთი აღარ იქნებიან შორი და ხშირად მტრული კულტურა, არამედ გაერთიანდებიან ახალ "უნივერსალურ მოდელად" – თქვა ავტორმა. 

ჩვენ ერთ–ერთმა ორგანიზატორ ნატალია კლდიაშვილს ვესაუბრეთ: "საკმაოდ არაორდინალური გამოფენაა. რაც შეეხება მხატვარს, დიდი ხანია მუშაობს ამ თემაზე. უბრალოდ, აქ არ ცხოვრობდა და ჩვენამდე ვერ აღწევდა მისი ნამუშევრები. უცხოეთში კი რამდენჯერმე შედგა მათი საზოგადოებისთვის პრეზენტირება. საქართველოში მომავალი გამოფენა ნოემბრისთვისაა დაგეგმილი".

როგორც ერთ–ერთმა სტუმარმა ნიკა ტორონჯაძემ გვითხრა, დღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილი დარჩა: "ამ ხელოვანის შესახებ არაფერი მსმენია. სამწუხაროა, რომ ბევრი ნიჭიერი ადამიანი რჩება ჩვენი ყურადღების მიღმა. დღევანდელი გამოფენა ძალიან მომეწონა. ხელოვნება არის საშუალება ერთი შეხედვით უბრალო რაღაც აქციო მრავლისმეტყველ ქმნილებად. მომავალშიც სიამოვნებით დავესწრები ამ ადამიანის გამოფენებს".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary