საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სოფო მღვდელაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა.
სოფო მღვდელაძე მუშაობს ფერწერისა და ხელნაკეთი ნივთების განხრით. დასწრება ყველა მსურველს შეეძლო.
,,ეს ჩემი პირველი პერსონალური გამოფენაა. მომავალში, რა თქმა უნდა, კვლავ ვგეგმავ გამოფენის გაკეთებას. აქამდე მხოლოდ ჯგუფურ გამოფენებსა და კონკურსებში ვმონაწილეობდი. პერსონალურ გამოფენაზე ვფიქრობდი, მქონდა იდეაში, თუმცა, არ ხერხდებოდა. დავპატიჟე მეგობრები, ახლობლები და ჩემი საყვარელი ადამიანები. დღეს ჩემი დაბადების დღეა და ამ დღეს სპეციალურად დავამთხვიე გამოფენა. მომავალში უფრო მასშტაბური გამოფენის მოწყობას ვგეგმავ" - განაცხადა მხატვარმა სოფო მღვდელაძემ ჩვენთან საუბრისას.
გამოფენას უამრავი ახალგაზრდა ესწრებოდა და დიდი ინტერესით ათვალიერებდა ხელოვნების ნიმუშებს. სოფოს ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
ნამუშევრები საგამოფენო სივრცეში 31 მარტამდე დარჩება.