შეხვედრას 50-მდე დაინტერესებული ახალგაზრდა ესწრებოდა, "Spread the World", "Stop trefficking"- ამ შეტყობინებებით იყო გაჯერებული თემატური ვიდეო მასალა, რომელიც შეხვედრის მსვლელობისას აჩვენეს. მომხსენებლებმა განიხილეს ადამიანებით ვაჭრობასთან დაკავშირებული ისეთი ფუნდამენტური საკითხები, როგორიცაა ტრეფიკინგის განმხორციელებელთა და მსხვერპლთა პროფილები, ტრეფიკინგის გავრცელების არეალი მსოფლიოში და საქართველოს გამოცდილება. როგორც აღმოჩნდა, ამ სასტიკ დანაშაულებრივ ქმედებაში ძირითადად მონაწილეობენ ბორდელებისა და ე.წ მასაჟების სალონების მეპატრონეები, საწარმოო კოპმანიები და რამდენად პარადოქსიც უნდა იყოს, დამნაშავეებად ოჯახის წევრებიც გვევლინებიან. რაც შეეხება ტრეფიკინგის მსხვერპლთა პროფილს, ისინი ხშირად ებმებიან მახეში დასაქმებისა და უკეთესი ცხოვრების პირობების იმედით. საბოლოოდ კი ვიღებთ შემაშფოთებელ სტატისტიკას, მსოფლიოში დაახლოებით 27 მილიონი ადამიანი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი, მათ შორის არის უამრავი 12-დან 14 წლამდე მოზარდი.
ეკა აკობიძემ აუდიტორიას გააცნო მნიშვნელოვანი ფაქტები მსოფლიოს მასშტაბით. ადამიანებით ვაჭრობის ყველაზე დიდი ბაზარი არის დასავლეთ ევროპა. ცენტრალური აზია, ასევე ამერიკა, განსაკუთრებით ტეხასისა და ნიუ-იორკის შტატები. რაც შეეხება რეიტინგულ ნუსხას, ტრეფიკინგის გავრცელების მხრივ 8 ყველაზე საშიშ ქვეყანათა რიცხვში არის ჩინეთი, განა, უგანდა, ნეპალი, ინდოეთი, პაკისტანი, ჰაიტი. ყველაზე შემაშფოთებელი სურათი ამ დროისთვის არის ბანგლადეშში.
რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის გამოცდილებას, ამ საკითხზე მსმენელს ალისა სულამანიძე ესაუბრა. მან განიხილა ტრეფიკინგი როგორც "ტყვეთა სყიდვის" აღორძინება, თუმცა, პოზიტიურ სიახლესაც შეეხო, რომ საქართველო მნიშვნელოვან სტრატეგიულ ნაბიჯებს დგამს ამ მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2013 წლის ანგარიშის მიხედვით ის მიეკუთვნება პირველი კლასის სახელმწიფოებს, სადაც ტრეფიკინგის საწინააღმდეგო კამპანია წარმატებით მიმდინარეობს. საქართველოს ასევე საპატიო ქვეყანათა რიგებში მოიაზრებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია - IQM.
როგორც "კავკასიის ახალგაზრდული კავშირის" საგარეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლევან გორგაძემ აღნიშნა: "ორგანიზაცია უკვე 2 წელია აქტიურად მუშაობს, ჩვენი მიზანია მშვიდობის მშენებლობა, დემოკრატიული პრინციპების გამყარება, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ უცხოელ სტუდენტთა ინტეგრაციას საქართველოში, ამ საკმაოდ პრობლემურ საკითხზე ვაწყობთ მრგვალ მაგიდებსა და დისკუსიებს. რაც შეეხება დღევანდელ საინფორმაციო შეხვედრას, ამ პროექტზე მუშაობა დაახლოებით 5 თვის წინ დავიწყეთ. ჩვენი პირველი ინტერაქცია ამ საკითხზე რუმინეთში, საერთაშორისო ტრენინგზე შედგა. კამპანია საქართველოში არის პროექტის მეორე ეტაპი, ხოლო დასკვნითი ნაწილი გაიმართება შვედეთში 2015 წლის მაისში".