ასტროსემინარი თსუ-ში
24 მარტი, 2015
ასტროსემინარი თსუ-ში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასტროლოგ კონსტანტინე ლებანიძესთან შეხვედრა გაიმართა.

ასტროლოგი, რომელსაც ვირტუალურ სივრცეში კონსტანტინე ლოგოსად იცნობენ, სოციალურ ქსელში არსებული იმ პოპულარული გვერდის დამაარსებელია, რომელსაც 60 ათასზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

მომხსენებელმა ასტროლოგიური ტრადიციები მოკლედ მიმოიხილა. ისაუბრა ასტროლოგიის დამოკიდებულებაზე მეცნიერებასა და რელიგიებთან. აგრეთვე, განმარტა პირადი ჰოროსკოპის ცნება და მისი მუშაობის პრინციპები. ბოლო ნაწილი დაეთმო ასტროლოგიური პარამეტრებიდან გამომდინარე ადამიანების შეთავსების წესებს.

საღამო კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. მას დაახლოებით 70–მდე სტუდენტი ესწრებოდა. როგორც ერთ–ერთმა მათგანმა აღნიშნა, სწორედ კონსტანტინეს დახმარებით შეიცვალა ასტროლოგიაზე წარმოდგენა.

„90–იან წლებში ასტროლოგია ძალიან მოდური იყო. გავიდა წლები და მისით დაინტერესება ხალხის მხრიდან დაცინვის საბაბი იყო. დღესდღეობით ძველი ტენდენცია ბრუნდება. თავად ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ამ მეცნიერების მიმართ. თუმცა, გარკვეულწილად მაინც მაინტერესებდა. კონსტანტინე გვერდსა და ჯგუფს აქტიურად ვეცნობოდი. ბოლოს მივხვდი, რომ ეს მეცნიერება რეალურ კანონზომიერებებს ემყარება და მას ადამიანზე ბევრი სწორი რამის თქმა შეუძლია“ – აღნიშნა ნინო ვაშაძემ.

შეხვედრა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტს ორგანიზებით გაიმართა. ჩვენ ორგანიზატორს ვესაუბრეთ: „იურიდიულ ფაკულტეტზე ასტროსემინარი ჯერ არ ჩატარებულა. ვინაიდან სტუდენტებს ძალიან აინტერესებთ ეს თემა, გადავწყვიტეთ, მოგვეწვია რომელიმე ასტროლოგი. რაც შეეხება თავად კონსტანტინე ლოგოსს, დღესდღეობით იგი ძალზე საინტერესო პიროვნებად მიაჩნიათ და თანაც თავისი საქმის ოსტატია. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ ეს სპიკერი“– გვითხრა მაგდა რატიანმა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary