როგორ ვიმოგზაუროთ ევროპაში "ქართულ" ფასად?
25 მარტი, 2015
    როგორ ვიმოგზაუროთ ევროპაში "ქართულ" ფასად? ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გურამ შეროზიას საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - „როგორ ვიმოგზაუროთ ევროპაში "ქართულ" ფასად და როგორ მოვიწყოთ დაუვიწყარი ტური მარტივად და სწრაფად".

,,გიზიარებთ ჩემს პრაქტიკას, რომელიც ექვსი წლის მანძილზე დავაგროვე. მინდა მოკლედ მიმოვიხილო, ვინ ვარ მოგზაურის კუთხით. ორმოცდაათამდე ქვეყანა მაქვს შემოვლილი მინიმალური დანახარჯით. რატომ არის კარგი მოგზაურობა? - ვართ მოწყვეტილი სასწავლო და სამუშაო გარემოს, ვიძენთ ახალ მეგობრებს, გვხვდება საინტერესო თავგადასავლები, ვხდებით უფრო სხარტები’’ - განაცხადა გურამ შეროზიამ.

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა იმ პროცესებზე, რომელიც უნდა გაიაროს ადამიანმა გამგზავრებამდე: ,,მნიშვნელოვანია ავიაბილეთების აღება, საცხოვრებელი და კვება, ვიზა. ჩემი პრეზენტაცია ევროპის ქვეყნებზეა აქცენტირებული’’.

ჩვენ ჩავწერეთ ერთ-ერთი დამსწრე ანი მესხიშვილი, რომელმაც აღნიშნა: ,,მოგზაურობით ძალიან ვარ დაინტერესებული და ყოველთვის ვცდილობ, მოვიძიო ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება წავიდე სამოგზაუროდ შედარებით ნაკლებ ფასში. დღეს სწორედ ამიტომ მოვედი ლექციაზე. გურამ შეროზია საკმაოდ კომპეტენტური პირი ჩანს. მე რომ რაღაც ინფორმაციას ვიძიებ, ეს ჩემი პლუსია. ლექცია ინფორმაციით იყო დატვირთული და ძალიან ბევრს გამოადგებოდა ეს. მეც რაღაც სიახლეები გავიგე, რაც სამომავლოდ აუცილებლად დამჭირდება’’.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary