ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია ,,თურქეთელი ქართველები-გზა მუჰაჯირობიდან დღემდე'' გაიმართა.
შეხვედრა ილიაუნის თვითმმართველობის ხელოვნება და მეცნიერების საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა.
შეხვედრაზე მიწვეული სტუმარი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების ცენტრის ლექტორი, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დოქტორი ნინო ოქროსცვარიძე.
„ლექცია ჩემთვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. ქალბატონმა ნინომ ისაუბრა ისტორიულ კონტექსტსა და არსებულ რეალობაზე, საქართველოს ურთიერთობებზე რუსეთსა და თურქეთთან, განმარტა, თუ რატომ არის ოკუპანტი ქვეყანა თურქეთი ჩვენთვის“ - განაცხადა დავით ლიქოკელმა.
ლექციაზე დოქტორმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თურქეთის პოლიტიკასა და ტერმინზე ”თურქეთელი ქართველი”.
სტუდენტ მარიამ თავართქილაძის თქმით: ,,ჩემთვის საინტერესო იყო ქართველების გამუსლიმანების ისტორიული კონტექსტი, მიზეზები და გარემო ფაქტორები“.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში გაიმართა.
დასწრება თავისუფალი იყო.