თერგდალეულები, პიროვნული კონფლიქტი და ეროვნული ცხოვრება
26 მარტი, 2015
თერგდალეულები, პიროვნული კონფლიქტი და ეროვნული ცხოვრება ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს ეროვნული არქივის დარბაზში ლექცია "მოგზაურობა ორ სამყაროს შორის - თერგდალეულები, პიროვნული კონფლიქტი და ეროვნული ცხოვრება" გაიმართა.

მომხსენებელი იყო ოლივერ რაისნერი, რომელიც საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროექტების მენეჯერია. მას ასევე ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ჩართულობის საკითხებზე მუშაობის გამოცდილებაც აქვს. როგორც ისტორიკოსი, ის რეგულარულად აქვეყნებს სტატიებს საქართველოს ისტორიასა და ეროვნულ იდენტობაზე. 

შეხვედრაზე ოლივერ რაისნერმა ისაუბრა თერგდალეულთა მსოფლმხედველობის ცვლილებაზე მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრთა საქმიანობის ანალიზის მიხედვით.

,,ლექცია მართლაც საინტერესოა. პირველ რიგში, ოლივერ რაისნერი არის კარგი მომხსენებლი და კიდევ, ეს მოვლენა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ პერიოდში შევინარჩუნეთ საკუთარი ენა, რამაც საშუალება მოგვცა, უკვე შემდგომ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბებულიყავით" - განაცხადა ილიას სახლმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა თამარ დარასელიამ. 

ოლივერ რაისნერმა შეიმუშავა სამაგისტრო პროგრამა "ცენტრალური აზია/ კავკასია" ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ცენტრალური აზიის კვლევების ფაკულტეტზე. ასევე კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary