სამწუთიანი ფილმების ფესტივალი გაიხსნა
27 მარტი, 2015
სამწუთიანი  ფილმების  ფესტივალი  გაიხსნა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ევროკავშირის დელეგაციამ გახსნილად გამოაცხადა სამწუთიანი ფილმების ფესტივალი.

მობილური ტელეფონით გადაღებული 3-წუთიანი ფილმების კონკურსში მონაწილეობით ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ, გახდნენ ევროკავშირის რეპორტიორი ერთი დღით. 

ფესტივალი მეოთხედ ტარდება. კონკურსში მონაწილე 16-დან 25 წლამდე ახალგაზრდები გადაიღებენ ფილმებს ევროკავშირის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების შესახებ. გამარჯვებულებს გადაეცემათ შემდეგი პრიზები: Apple phone5, Ipad Mini და ციფრული კამერა. ფესტივალის მხარდამჭერია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.

"მოხარული ვარ, რომ ჩვენი ახალგაზრდები ერთვებიან ასეთ საინტერესო პროექტში, რომელიც კარგად წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის მიმართ იმ მხარდაჭერასა და დახმარებას, რომელსაც ევროკავშირი წლების განმავლობაში ახორციელებდა და ახორციელებს. იმედი მაქვს, ქართველი ახალგაზრდები წელსაც ორიგინალურ ფილმებს შემოგვთავაზებენ. ის ფაქტი, რომ საქართველოში უკვე მესამე წელია ტარდება აღნიშნული ფესტივალი, კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენი ქვეყნის მიზანსწრაფვაზე, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და სრულად გაიზიაროს ევროპული ღირებულებები"- განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა.

,,შარშან ასოცირების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი და ეს წელი ამ ხელშეკრულების განხორციელებაა. მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა. ევროკავშირი საქართველოში 100-ზე მეტ პროექტს ახორციელებს. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი საზოგადოება უფრო კარგად გაიცნობს ევროკავშირის მოღვაწეობას საქართველოში" - აღნიშნა ევროკავშირის წარმოადგენელმა.

კონკურსზე განიხილავენ მხოლოდ ი ფილმებს, რომლებიც პასუხობს თემას: "გახდი ევროკავშირის რეპორტიორი ერთი დღით". კონკურსანტებმა ფილმი უნდა გაგზავნონ ელექტრონული სახით, როგორც ეს მითითებულია ვებგვერდზე www.eu3min.ge. ფილმები უნდა იყოს ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე ან საერთოდ დიალოგის გარეშე; ფილმების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს; ნამუშევრების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2015 წლის 31 მაისი. გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისაგან. კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობით ადასტურებს, რომ იგი გაეცნო და ეთანხმება კონკურსის წესებს; გამარჯვებულები გამოცხადდებიან 2015 წლის 10 ივნისამდე; ჟიურის მიერ გამოვლინდება 3 გამარჯვებული. ჟიურის წევრებს, ევროკავშირისა და Ecorys-ის თანამშრომლებს ეკრძალებათ კონკურსში მონაწილეობა; ევროკავშირი ავტომატურად იძენს სრულ უფლებას კონკურსში წარდგენილ ფილმებზე. ევროკავშირი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს წარდგენილი ფილმები საპრეზენტაციო მასალებსა და მედიაში, ასევე, გამოიყენოს ნებისმიერი ფორმით საქართველოში ევროკავშირის სამწუთიანი ფილმების ფესტივალის და პროექტის "ერთად შევეგებოთ ევროპას" პოპულარიზაციისთვის.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary