სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორები ილიაუნიში
27 მარტი, 2015
სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორები ილიაუნიში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორები ეწვივნენ.

ლარი დაიმონდმა და სტივ კრასნერმა მოხსენებები წაიკითხეს. საუბრის მთავარი თემა დემოკრატია იყო.

ლარი დაიმონდმა ძირითადი ყურადღება ეკონომიკურ თეორიებზე გაამახვილა. ასევე ისაუბრა მათ დადებით, უარყოფით მხარეებზე. მისი თქმით, ეკონომიკური განვითარების დონე მნიშვნელოვნად განსაზღვრავს პოლიტიკურ კურსს და მხარს უჭერს დემოკრატიის განვითარებას.

სტივ კრასნერმა დემოკრატიის 2 ძირითადი სახეობა განიხილა. აგრეთვე, მათი განვითარების ტენდენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, პროგრესსაც აქვს გარკვეული რისკი, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს დემოკრატიას. რისკში მოაზრება კორუფცია, ძალადობა, კრიმინალი და ა.შ.

მომხსენებელთა შორის იყო გია ნოდიაც, რომელმაც საბჭოთა კავშირის შემთხვევა განიხილა. მისი შეფასებით, უკრაინის შემთხვევა ნიშნავს იმას, რომ საბჭოთა კავშირის ილუზია ჯერ კიდევ არსებობს. ამის გამო კი ირიბი საფრთხე ემუქრება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს და, რა თქმა უნდა, საქართველოსაც. 

როგორც მოდერატორმა დავით აფრასიძემ განაცხადა, მომავალ წელს საბჭოთა კავშირის დაშლიდან 25 წელს აღვნიშნავთ. ამ პერიოდში ბუნებრივია მეტი პრობლემა გვქონდა და შესაბამისად, უფრო მეტს ველოდით სახელმწიფოსგან. თუმცა, დღესდღეობითაც დემოკრატიული განვითარების გრძელი გზა გველის. დროა გავაანალიზოთ რა ვისწავლოთ, რა შეცდომა დავუშვით, რას მივაღწიეთ. მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრა კარგი საშუალებაა ამ პროცესების გასაანალიზებლად.
შეხვედრა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის (CDDRL) ერთობლივი კონფერენციის - "დემოკრატიის არსი: საგარეო, ეკონომიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის არჩევანი რეგიონში"- ფარგლებში გაიმართა. ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" (OSGF), საქართველოში აშშ-ის საელჩო და ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილება (NATO Public Diplomacy Division) ღონისძიების მხარდაჭერები იყვნენ.

დასასრულს ლარი დაიმონდსა და სტივ კრასნერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ.


ყველაზე პოპულარული
გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary