საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე
28 მარტი, 2015
საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 4–დღიანი ტრენინგკურსი სახელწოდებით - "საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე" დაიწყო.

მომხსენებლებმა ევროპის ისტორია მიმოიხილეს და ამ ორგანიზაციის შექმნის აუცილებლობა დაასაბუთეს. აგრეთვე, განიხილეს ევროკავშირის სტრუქტურა და გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები. უფასო ტრენინგი დატვირთული იყო სხვადასხვა საინტერესო და სახალისო აქტივობით. ტრენინგის მიზანი ევროკავშირის შესახებ სტუდენტების ცნობიერების ამაღლებაა. 

პროექტის ორგანიზატორმა ანი ზედგინიძემ კურსის მხარდამჭერებზე ისაუბრა:
"მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყანა ევროინტეგრაციის საკმაოდ მნიშვნელოვან ეტაპზეა. ამიტომაც გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებასა და განსაკუთრებით სტუდენტებს. არანაირი ორგანიზაციის წევრები არ ვართ. უბრალოდ, საინიციატივო ჯგუფი დავაარსეთ. აღნიშნული პროექტი ამერიკის საალჩომ დააფინანსა. აგრეთვე, ჩვენი მხარდამჭერია არასამთავრობო ორგანიზაცია "Noli.ge".

როგორც ერთ–ერთმა მომხსენებელმა ეთერ ხიჩაკაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მეოთხე დღის ბოლოს ევროკავშირის მოდელირება იგეგმება. მისივე თქმით, მონაწილეებისთვის ეს განსაკუთრებით საინტერესო ნაწილი იქნება, რადგან მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელებას შეეცდებიან. 

მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ სტუდენტს შეეძლო. რეზიუმეების მიხედვით 27 სტუდენტი შეირჩა. ჩვენ ერთ–ერთ მათგანს ვესუბრეთ:
"სხვადასხვა ტრენინგში ხშირად ვმონაწილეობ. ვფიქრობ, რომ არაფორმალური განათლება გარკვეულ შემთხვევებში უფრო ნაყოფიერია, ვიდრე ფორმალური. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ბუნებრივია, თემის გამო დავინტერესდი. ჩვენმა ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზა აირჩია. ამიტომ, ჩემი აზრით, მოქალაქეები ინფორმირებული უნდა იყვნენ, თუ რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს ამ არჩევანმა. გარდა თემატიკისა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტრენინგი 4 დღეს გასტანს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მაქსიმალურად ინფორმაციული იქნება" – გვითხრა თსუ–ს სტუდენტმა ტატა სიჭინავამ.

გარდა თბილისისა, აღნიშნული სერტიფიცირებული კურსი სამცხე–ჯავახეთისა და თელავის უნივერსიტეტებშიც გაიმართება.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary