სწავლა საზღვარგარეთ ტოპ უნივერსიტეტებში, კოლეჯებსა და საზაფხულო სკოლებში
29 მარტი, 2015
სწავლა საზღვარგარეთ ტოპ უნივერსიტეტებში, კოლეჯებსა და საზაფხულო სკოლებში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სასტუმრო "Courtyard Marriott"-ის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა გამოფენა - ,,სწავლა საზღვარგარეთ ტოპ უნივერსიტეტებში, კოლეჯებსა და საზაფხულო სკოლებში".

გამოფენის ორგანიზატორი იყო საგანმანათლებლო სააგენტო ELL. დასწრება ყველა მსურველს შეეძლო.

გავესაუბრეთ საგანმანათლებლო სააგენტო ELL-ის გენერალურ დირექტორს ნარგიზა მაქაცარიას: ,,დღეს წარმოდგენილია ინგლისისა და ამერიკის უნივერსიტეტები და კოლეჯები. ჩვენ ძალიან ბევრი უნივერსიტეტის, კოლეჯისა და საზაფხულო სკოლის წარმომადგენლები ვართ საქართველოში. ეს სასწავლო დაწესებულებები არიან: ინგლისიდან, ამერიკიდან, ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან. 15 წელია ვარსებობთ ამ ბაზარზე. პირველად ჩამოვაყალიბეთ სააგენტო. ჩემი შვილებით დავიწყე. ერთმა დაამთავრა სტოკჰოლმის უნივერსიტეტი, მეორემ - ლონდონის კოლეჯი და შემდეგ ეკონომიკის სკოლა. ასე რომ, ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს. ჩემ გვერდით არის ჩემი მეუღლე, მერაბ გაბუნია, რომელიც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. ეს ოჯახური ბიზნესია. წელიწადში დაახლოებით 70-80 სტუდენტს ვაგზავნით. ეს ის არის, რაც ჩვენი ქვეყნის მომავლისთვისაა აუცილებელი. საჭიროა, რომ გვყავდეს განათლებული ახალგაზრდობა".

,,ძალიან მომეწონა გამოფენა. სხვადასხვა პროგრამა იყო წარმოდგენილი და სხვადასხვა უნივერსიტეტი, რაც ძალიან კარგია. დავინტერესდი ერთ-ერთი უნივერსიტეტით - "University of Reading" - აღნიშნა სტუდენტმა მარიამ ხოფერიამ.

დამსწრე მარიამ ჩაჩუამ განაცხადა: ,,საკმაოდ საინტერესო გამოფენაა. წარმომადგენლები ძალიან მეგობრულები არიან. ცდილობენ, რომ მიიზიდონ რაც შეიძლება მეტი სტუდენტი. მე განსაკუთრებით მომეწონა "University of Reading". კონკრეტულად კი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა შემოთავაზება. სამწუხაროა ის, რომ ყველა უნივერსიტეტს არ აქვს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა პროგრამები წარმოდგენილი. დღევანდელი გამოფენა საკმაოდ დატვირთულია ინფორმაციით".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary