ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლონდონისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ქეთევან ჭანტურიას, წიგნის პრეზენტაცია და საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - ,,ანორექსია - კვლევა და კლინიკური სინამდვილე".
"ვიწყებთ ავადმყოფთან ,,ფიქრთან ფიქრის" განხორციელებას. პაციენტი თერაპევტს გაიცნობს. ამას მეტი ნდობა მოყვება, რაც პაციენტისთვის კარგია. ჩემს ავადმყოფებს ვეუბნები, რომ დეტალებზე ყურადღების მიქცევა მნიშვნელოვანია. ყველაფერს უფრო ტესტური მეთოდებით ვუკვირდებით. სავარჯიშოები ძალიან საინტერესოა და ჩემს გვერდზე უკვე ატვირთულია იმისთვის, რომ ხალხმა გამოიყენოს. ამ სავარჯიშოებით ავადმყოფის ჩართვა და გახალისება ხდება. არსებობს კომპიუტერული მეთოდები, რომელსაც ვიყენებთ. ეს მეთოდი საკმაოდ სწრაფია. მაინტერესებს ანორექსიისა და აუტიზმის გადაკვეთა. ანორექსია შეიძლება იყოს აუტიზმის ქალური გამოვლენა. ჩვენს ავადმყოფებს დეტალურობის საოცარი განცდა აქვთ - ითვლიან კალორიებს. აუტისტებს აქვთ დეტალების ამოცნობის საოცარი განცდა. დაკონკრეტება უყვართ" - აღნიშნა ქალბატონმა ქეთევან ჭანტურიამ.
მან უამრავი საინტერესო სავარჯიშო აჩვენა დამსწრეებს, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.