რა იქნება შემდეგი სვლა "საჭადრაკო დაფაზე"?
31 მარტი, 2015
    რა  იქნება შემდეგი სვლა  "საჭადრაკო დაფაზე"? ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში პოლიტიკის სადისკუსიო კლუბის პირველი შეხვედრა გაიმართა მსმენელთან.

საჯარო ლექცია თემაზე - "საერთაშორისო წესრიგის მოდელები: მრავალპოლუსიანობიდან მრავალპოლუსიანობამდე" წაიკითხა ამავე უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გვანცა აბდალაძემ, რომელმაც აუდიტორიას გააცნო საერთაშორისო წესრიგის დეფინიციები, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პრინციპები, საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის სპეციფიკა. მან ასევე განიხილა ცნობილი პიროვნებების ისტორიული სიტყვით გამოსვლა. 

საინტერესოდ წარიმართა მოხსენების შემდგომი დისკუსია. ახალგაზრდებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ახალი პოლუსების შექმნა საერთაშორისო ურთიერთობებში, რუსეთის როლის შემცირება, "აისისის" მოსალოდნელი საფრთხე და ა.შ. 

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტ მარიამ იორამაშვილის თქმით: "ვფიქრობ, ძალიან სასარგებლოა მსგავსი შეხვედრა, რადგან პოლიტიკა, გვინდა ჩვენ ეს თუ არა, მაინც აღწევს ჩვენს ყოველდღიურობაში, შესაბამისად, სწორი აზრის გამოსახატად ცოდნა გვჭირდება, თუნდაც დღევანდელი თემის, საერთაშორისო პოლიტიკის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ბევრს არ გვაქვს მაშინ, როდესაც ჩვენ გვსურს ნატო, ევროკავშირი, უმჯობესია, ზუსტად ვიცოდეთ: რა გვსურს და საით მივდივართ". 

რაც შეეხება "პოლიტიკის სადისკუსიო კლუბის" მომავალ გეგმებს, სემესტრის მანძილზე გაიმართება 4 საჯარო ლექცია საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალური საკითხების შესახებ. დისკუსიებზე დასწრება თავისუფალია. 3 ლექციის დასწრების შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.





გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary