ახალი ონლაინთამაში „მშვიდობის პარკი“
01 აპრილი, 2015
ახალი ონლაინთამაში „მშვიდობის პარკი“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ელვამ" ევროპის სახლში ახალი კომპიუტერული თამაში Peace Park (მშვიდობის პარკი) წარადგინა, რომლის მეშვეობითაც ქართველი და აფხაზი ახალგაზრდები შეძლებენ ერთმანეთის გაცნობას, გართობასა და თანამშრომლობას.

ინიციატივა განხორციელდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.

ახალი თამაშის წარდგენაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს გაეროს ელჩმა საქართველოში ნილს სკოტმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ბორის იაროშევიჩმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ახალი თამაშის ტესტირებაში მონაწილე ახალგაზრდები.

ღონისძიების მსვლელობისას გაიმართა ონლაინთამაშის დემონსტრირება. ახალგაზრდებმა მკაფიოდ გამოხატეს დადებითი შთაბეჭდილება და აღნიშნეს, რომ ეს თამაში ძალიან დიდი აზრისა და იდეის მატარებელია.

"მშვიდობს პარკი" წარმოსახვითი სივრცეა, სადაც მოთამაშეებმა ერთად უნდა მიაღწიონ იმას, რომ პარკის სტუმრებმა კარგად და მშვიდობიანად გაატარონ დრო. თამაში შეიქმნა ქართველი დეველოპერების მიერ კონფლიქტის მოგვარებისა და ონლაინთამაშების საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით. თამაშის ტესტირება და ტრენინგი ახალგაზრდებისათვის ჩატარდა თბილისში, ქუთაისში,ზუგდიდში, სოხუმში, გალსა და ოჩამჩირეში.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary