„მასა და ბელადი. ფაშიზმის ფსიქოანალიზისათვის“
01 აპრილი, 2015
„მასა და ბელადი. ფაშიზმის ფსიქოანალიზისათვის“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სერიის "ფსიქოანალიზი საუნივერსიტეტო სივრცეში" ფარგლებში წიგნის სახლ "ლიგამუსში" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიგა ზედანიას საჯარო ლექცია გაიმართა.

ლექციის განმავლობაში პროფესორმა განიხილა კავშირი ბრბოს ფსიქოლოგიის ტრადიციასა და რევოლუციურ პროცესებს შორის, რომლებიც ევროპულ საზოგადოებას მე-18 საუკუნის ბოლოდან არყევდნენ. რაშია განსხვავება ორგანიზებულ და არაორგანიზებულ მასას შორის? რა არაცნობიერი პროცესები ედო და უდევს საფუძვლად ფაშიზმის აღზევებას?

,,ლექცია საინტერესო იყო ჩემთვის, ძალიან დავინტერესდი მასის ფსიქოლოგიით. აუცილებლად წავიკითხავ უფრო მეტს ამ თემის შესახებ, რადგან ბატონი გიგას მოხსენებით დავრწმუნდი, რომ ეს თემა აქტუალურია დღეს საზოგადოებაში" - განაცხადა დამსწრემ თამარ დალაქიშვილმა.

გიგა ზედანიამ განიხილა ასევე ფროიდის პოლიტიკის ფსიქოანალიტიკური თეორია. მან აღნიშნა, რომ ფროიდს ადამიანთა მასის მამოძრავებელი ფაქტორების გაგება სურდა, ხოლო დიქტატორებს ამავე მასის მართვა უნდოდათ. 

სტუდენტ დავით ჯალაღონიას თქმით: ,,მსგავსი ლექციები ახალგაზრდებისთვის ძალიან ნაყოფიერი და საინტერესოა. ლექციის დასრულების შემდეგ ვფიქრობ, საინტერესო დისკუსია გაიმართა".
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary