საქართველოს ნატოში ინტეგრაცია უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში
03 აპრილი, 2015
საქართველოს ნატოში ინტეგრაცია უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სემინარი თემაზე "საქართველოს ნატოში ინტეგრაცია უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში".

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ივლიანე ხაინდრავამ, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ლუილიამ ლაჰიუმ, რუმინეთის ელჩმა საქართველოში დიმიტრუ ბადეამ, ლიტვის ელჩმა საქართველოში იონას პასლაუსკასმა, პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა, უნივერსიტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა, პარლამენტის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საერთაშორისო სექტორის, მედიის, და ნატოს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა. 

სემინარს უძღვებოდა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი ალექსანდრე კუხინიძე. როგორც მან აღნიშნა: "საქართველოში ნატოში ინტეგრაციის პროცესი ყველაზე პრობლემატურია. ჩვენი მიზანია, მოვაწყოთ დისკუსია აკადემიურ დაწესებულებაში. ვეცადეთ, დაგვეცვა ბალანსი. მოვიწვიეთ, როგორც მთავრობის წევრები, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები".

სიტყვით გამოვიდა უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავაც: ,,მიხარია, რომ სტუდენტები ამ შეხვედრას ესწრებიან. ეს ის შეხვედრაა, სადაც იქნება პოლიტიკოსების, ექსპერტების თავშეყრა. ქვეყანაში დამოუკიდებლობა აღდგა, თუმცა, ძნელია მისი შენარჩუნება. ამისთვის ნატოში ინტეგრაცია ყველაზე კარგი გზაა. ეს ის თემაა, რომელიც მხოლოდ პოლიტიკოსების არაა. ჩვენი უნივერსიტეტი ყოველთვის აქტიურობდა ამ მხრივ".

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ აღნიშნა: ,,მნიშვნელოვანი წელია გამოწვევების თვალსაზრისით. 2002 წლიდან იწყება ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვა. ჯერ კიდევ 1999 წელს ჩავერთეთ კოსოვოში. მნიშვნელოვანია ,,აისაფი". ავღანეთში ყოველთვის გამოვირჩევით მაღალი კონტიგენტით. ის საფრთხეები, რომელიც საქართველოში დაიწყო 2008 წლიდან, ეწინააღმდეგება ევროატლანტიკურ ღირებულებებს".

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ივლიანე ხაინდრავას შეფასებით: ,,თუ პოლიტიკური ნება იქნება, საქართველო ამ საღამოსვე გახდება ნატოს წევრი. საქართველოზე უკან შეიძლება იყოს მხოლოდ მაკედონია, რომელსაც უკვე 14 წელია აქვს მაპი, თუმცა ნატოს წევრი ჯერ კიდევ არ გამხდარა".

სემინარზე განიხილეს თემები: საქართველოს ნატოში ინტეგრაცია: სად ვიმყოფებით ჩვენ? საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმდინარე გამოწვევები; რუსეთთან ურთიერთობები საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ფონზე. 

სემინარი მიეძღვნა ნატოს დღეებს საქართველოში.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary