ტოლერანტობა და ქართული კულტურა
03 აპრილი, 2015
ტოლერანტობა და ქართული კულტურა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" ლექცია - ,,ტოლერანტობა და ქართული კულტურა" გაიმართა. საჯარო ლექციას პროფესორი ნუგზარ პაპუაშვილი წარუძღვა.

,,შეხვედრაზე ბატონმა ნუგზარმა განიხილა ქართული კულტურის დამახასიათებელი ჭრილები ტოლერანტობის კონტექსტში. ტოლერანტობის სკოლის ლექციებს ვესწრები სისტემატურად და ძალიან კმაყოფილი ვარ" - განაცხადა სტუდენტმა დიანა ზაზაშვილმა.

ტოლერანტობის სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლებისა და სეკულარული პრინციპების შესახებ ცოდნის გაღრმავებასა და აღნიშნულ საკითხებზე დისკუსიას.

დოქტორანტ ხათუნა ჯალაღონიას თქმით: ,,ასეთი შეხვედრა კარგია ახალგაზრდებისთვის, რადგან უფრო მეტს გაიგებენ ქართული კულტურის შესახებ. მივესალმები მსგავი პროექტების არსებობასა და საჯარო ლექციებს".

საჯარო ლექციების ციკლი არის ახალი პროექტი, რომელსაც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს. ლექციები ყოველ პარასკევს 19:00 საათზე იმართება. პროექტი ხორციელდება ჰოლანდიის საელჩოს მხარდაჭერით.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary