იდეის ძალა - ქმედების გენერატორი
03 აპრილი, 2015
იდეის ძალა - ქმედების გენერატორი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტთა ორგანიზებით მოეწყო საჯარო ლექცია თემაზე - "იდეის ძალა".

როგორც ორგანიზატორმა სტუდენტებმა აღნიშნეს, მათ მომხსენებლებს ინოვაციური იდეა შესთავაზეს: წარმოედგინათ თითქოს ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ლექციის ჩატარების უფლება აქვთ, ამის შემდეგ კი არჩევანის თავისუფლება ენიჭებათ, თუ რას მიიჩნევენ უმნიშვნელოვანეს სადისკუსიო თემად. 

ე.წ სილაბუსშეუზღუდავი ლექციების ციკლი გაიხსნა "ერთი ლექციით" იდეის შესახებ, რომელსაც პოლიტოლოგი, ექსპერტი, არასამთავრობო ორგანიზაცია "გრამსის" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია უძღვებოდა. მან მადლობა გადაუხადა იდეის ავტორებს, რათა მიეცა საშუალება, დაფიქრებულიყო იმ ერთადერთ მთავარ საკითხზე, რაზეც შეეძლო ესაუბრა "ცხოვრებაში ერთხელ". მომხსენებელმა აუდიტორიას გაუზიარა მისი დამოკიდებულება და ხედვა იდეის, როგორც ქმედების გენერატორისადმი. ელენე ხოშტარიას თქმით: "იდეა არის განვითარების ძირითადი ენერგია, მას მნიშვნელოვანს ხდის გონებისა და ემოციის კავშირი და დროის ფაქტორის დამარცხება, იდეა არის უკვდავი,მას შეუძლია თაობებს გაუძლოს". 

ლექციაზე ასევე განიხილეს თავისუფლების ცნება, როგორც იდეის გაჩენისთვის აუცილებელი პირობა, ასევე ადამიანის რწმენა და მიზანდასახულობა. აუდიტორიასთან ერთად მომხსენებელმა იმსჯელა საქართველოს მომავალი განვითარების იდეაზეც, კერძოდ ევროატლანტიკურ აუცილებლობაზე. 

საჯარო ლექცია-დისკუსიას 100-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა, ლექცია სიანტერესო იყო მათი ინტერაქციულობის ხარისხით,  ერთი საათის განმავლობაში სტუდენტებმა დასვეს მწვავე და აქტუალური კითხვები, მათ ასევე იმსჯელეს თავად თავისუფალი უნივერსიტეტის იდეასა და კახა ბენდუქიძის ჩანაფიქრის ასრულებაზე. 

როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა აღნიშნეს: "ერთ ლექციას" კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში კიდევ ბევრჯერ მოისმენენ ახალგაზრდები: "ჩვენ მოვიწვევთ სხვადასხვა საინტერესო ადამიანს და ვთხოვთ თავიანთი ცხოვრების ერთადერთი ლექციის ჩატარებას".




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary