,,მეცამეტე თვის პოეტების’’ პოეზიის საღამო
04 აპრილი, 2015
,,მეცამეტე თვის პოეტების’’   პოეზიის  საღამო ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
გიორგი შავგულიძის სახელობის თეატრში ,,სახიობა" ,,მეცამეტე თვის პოეტების" პოეზიის საღამო გაიმართა.

დასწრება ყველა მსურველს შეეძლო.

პოეზიის საღამო პროექტის "შეხვედრა თეატრში" ფარგლებში ჩატარდა. ღონისძიებას ჯარჯი შუქიაური გაუძღვა. პროექტის მიზანია, უფრო ახლოს გააცნოს საზოგადოებას საყვარელი პოეტები და მუსიკოსები. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, დაესვა კითხვები და უფრო მეტი გაეგო ამ ადამიანების ცხოვრების შესახებ.

რამდენიმე დღის წინ გაიმართა ,,მეცამეტე თვის პოეტების" წიგნის ,,ბოგა" პრეზენტაცია. ,,წიგნი სიმბოლურად ეძღვნება ოთარ გურგენიშვილს. შესულია ოთხივე ავტორის ცამეტი ლექსი. წიგნის სახელწოდებაც სიმბოლურადაა შერჩეული. დავარქვით ირეალური თვის, მეცამეტე თვის სახელი - ,,ბოგა". ,,ბოგა" სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით არის მცირე ხიდი. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, შეგვეთავსებინა ხიდის როლი ახალგაზრდებსა და პოეზიას შორის. ამავე დროს ესაა ჩვენი სახელების აბრევიატურა: ბაჩო, ოთო, გურამი და ამირანი. შეიძლება ბოლომდე ჩამოყალიბებული და გემოვნებიანად შერჩეული ლექსები არ იყოს და არც ვაპირებდით ჯერ კრებულის გამოცემას, თუმცა, როგორც აღვნიშნე, ეს კრებული ეძღვნება ოთოს. ძირითადად, ოთოსთან ერთად მუშაობის პერიოდში დაწერილი ლექსებია" - აღნიშნა ,,მეცამეტე თვის პოეტმა" ამირან ჯანჯღავამ.

დამსწრეებს ადგილზევე შეეძლოთ კრებულის შეძენა. როგორც პოეტებმა განაცხადეს,  ამ თანხით დაეხმარებიან გიორგი შავგულიძის სახელობის თეატრს - ,,სახიობას".   თეატრი საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია.

პროექტს ,,შეხვედრა თეატრში" დაემატა სახალისო ბლოგი. გამოვლინდა ორი ნომინაცია - ყველაზე ორიგინალური და ყველაზე სასაცილო შეკითხვა. გამარჯვებულებს გადაეცათ ,,მეცამეტე თვის პოეტების კრებული". კითხვები წინასწარ მოამზადეს დამსწრეებმა და თეატრში კითხვების ყუთში ჩაყარეს.

ახალგაზრდა პოეტმა გიორგი კახიშვილმა განაცხადა: ,,ჩემი აზრით, მსგავსი საღამოები ძალიან ხშირად უნდა გაიმართოს, რადგან პოეზია არის ის იშვიათი გზა, გავუღვივოთ ქართველებს თვითშეგნება, რომლის ხარჯზეც ქართველობამ დღევანდელობამდე მოაღწია".










გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary