მედია და სოციალური მოძრაობა
06 აპრილი, 2015
მედია და სოციალური მოძრაობა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში პროფესორმა მაია მიქაშავიძემ საჯარო ლექცია წაიკითხა - ,,მედია და სოციალური მოძრაობა".

მაია მიქაშავიძე არის ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის კავკასიური სკოლის პროფესორი და მართვის აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი. ის ასევე Knight International Fellowships-ის პროგრამის მრჩეველთა რეგიონული საბჭოს წევრი და უმაღლესი განათლების პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა. 

სოციალური მოძრაობა, საზოგადოების მიერ საშიშ გადახრად მიჩნეული ფენომენი, დღეს პოლიტიკური ცხოვრების ორგანული ნაწილია. ასეთი მოძრაობა სოციალურ ცვლილებებზეა ორიენტირებული და განსაკუთრებით აქტუალური ფუნდამენტური რღვევის პერიოდში ხდება. 

,,მედია და სოციალური მოძრაობა საქართველოში" ჩემი დისერტაციაა. სოციალური მოძრაობა არის კოლექტიური ქცევის ჩამოყალიბების მესამე ეტაპი. ადამიანები ერთსა და იმავეს აკეთებენ. აქციები, პროტესტი შედის სოციალურ მოძრაობაში. კოლექტიური გამოხატვის ნების მრავალი მიზეზი არსებობს. ეს აუცილებელი არ არის იყოს პოლიტიკური ხასიათის. სოციალური მოძრაობა იყო და არის ფემინისტური, სტუდენტური და ჰიპების მოძრაობა. ამ გაერთიანებებს აქვთ თავიანთი მიზნები, ინტერესები. მეცხრამეტე საუკუნემდე ყოველ გამოსვლას მიიჩნევდნენ რაღაც გადახრად და ამის ყველას ეშინოდა" - აღნიშნა მაია მიქაშავიძემ. 

სოციალური მოძრაობა პოსტსაბჭოთა პერიოდშიც აქტუალურია. ერთ-ერთი ასეთი მოძრაობა მედიისა და ინფორმაციის თავისუფლების ლოზუნგით მოქმედებს (free speech movement), მათ შორის საქართველოშიც. თავისუფალი პრესა და თავისუფალი სიტყვა, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღირებულებას წარმოადგენს, საზოგადოების ერთ-ერთი მამობილიზებელი ფაქტორი აღმოჩნდა. დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდან ჟურნალისტებისა და მედიის უფლებების დარღვევა მცირე და მასშტაბული სოციალური გამოსვლის მიზეზად იქცა. 2010-12 წლებში პრესის თავისუფლებისთვის მოძრაობა აქტიურ ფაზას დაუბრუნდა, რამაც მთავრობას პროგრესული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებისკენ უბიძგა. ამ ცვლილებების შედეგია საქართველოს მასშტაბით სამაუწყებლო კონტენტის დაუბრკოლებელი გავრცელება (must carry principle).

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary