ილიაუნის თვითმმართველობის მეცნიერებათა და ხელოვნების საბჭოს ორგანიზებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დავით კენჭაძის მასტერკლასი გაიმართა თემაზე - "დროის მართვის 15 საუკეთესო წესი".
"დროის მართვა ისეთი საკითხია, რომელსაც სჭირდება დაკვირვება. ეს პრობლემა ახლავე უნდა მოვაგვაროთ, თორემ მომავალში უფრო გართულდება. დროის მართვა მარტივია. დრო ისეთი რესურსია, რომელიც არასდროს გვეყოფა. ადამიანების ორი კატეგორიაა - რომლებიც მართავენ დროს (20%) და რომლებიც ვერ ახერხებენ ამას (80%). ცხოვრებაში ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. დროის მართვისთვის მნიშვნელოვანია დაგეგმვა. ეს შესრულებული საქმის ნახევარია. ადამიანები გეგმავენ დღეს, თუმცა, არაეფექტურია. უნდა დავგეგმოთ დროის უფრო დიდი მონაკვეთი. მეორე მნიშვნელოვანი საფეხურია - ,,იფიქრეთ ფურცელზე'', როცა რაიმეს გონებაში გეგმავს ადამიანი, ფურცელზე უნდა გადაიტანოს" - აღნიშნა დავით კენჭაძემ.