საჯარო ლექცია თემაზე „ქალის როლი და ადგილი კავკასიურ სივრცეში“
01 ივლისი, 2013
საჯარო ლექცია თემაზე „ქალის როლი და ადგილი კავკასიურ სივრცეში“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტში კავკასიოლოგ ვლადიმერ კიკილაშვილის ლექცია გაიმართა თემაზე - "ქალის როლი და ადგილი კავკასიურ სივრცეში".
საჯარო ლექციაზე განიხილეს ქალის როლი და ადგილი კავკასიაში, აგრეთვე სხვადასხვა რელიგიაში ადრე და ახლა.
"პირველად დავესწარი ვლადიმერ კიკალაშვილის ლექციას და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იყო, რადგან ბევრი საინტერესო ისტორიული მოვლენის შესახებ გავიგე" - აღნიშნა ერთ-ერთმა მსმენელმა ნათია მიშველიძემ.
"დღეს ვისაუბრეთ ქალის როლზე კავკასიურ რეგიონებში და ასევე, თუ როგორი პროგრესი განიცადა ქალმა. ჩემი აზრით, დღევანდელი ლექციის თემა აქტუალური იყო და საინტერესოდ ჩაიარა" - განაცხადა ლექციაზე მყოფმა ნინო კაპანაძემ.
ლექცია "დავითიანნთან" არსებული ახალგაზრდა მეცნიერთა და ანალიტიკოსთა დარბაზ დოქტრინას სალექციო კურსის ფარგლებში ჩატარდა. დღეს "დავითიანნის" მეექვსე საჯარო ლექცია ჩატარდა, სულ დაგეგმილია ათი ლექცია.



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary