ნიგერიელი სტუდენტების ხსოვნას სამედიცინო უნივერსიტეტში პატივი მიაგეს
09 აპრილი, 2015
ნიგერიელი სტუდენტების ხსოვნას სამედიცინო უნივერსიტეტში პატივი მიაგეს ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
გარდაცვლილი ოთხი ნიგერიელი სტუდენტის ხსოვნას სამედიცინო უნივერსიტეტში პატივი მიაგეს.

გარდაცვლილ სტუდენტებს მეგობრებმა, კურსელებმა, თბილისში მყოფმა ნიგერიის მოქალაქეებმა და სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა პანაშვიდი გადაუხადეს. დარბაზში შეკრებილმა საზოგადოებამ გარდაცვლილ სტუდენტებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო, რის შემდეგაც სამგლოვიარო ღონისძიებაზე სტუდენტებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ რიმა ბერიაშვილმა მიმართა და მომხდარის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა.

სამედიცინო უნივერსიტეტის დარბაზში გარდაცვლილთა ფოტოები გამოფინეს, სადაც სამედიცინო უნივერსიტეტის პერსონალსა და სტუდენტებს ყვავილები მიჰქონდათ. ასევე სტუდენტების პატივსაცემად, გლოვის ნიშნად ყველა პირს მკლავზე შავი ლენტა ეკეთა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ნიგერიის 4 მოქალაქის ცხედარი წუხელ აღმოაჩინეს. წინასწარი ინფორმაციით, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 3 სტუდენტისა და საქართველოს უნივერსიტეტის 1 სტუდენტის სიკვდილის მიზეზი მხუთავი აირის გაჟონვა გახდა. უბედური შემთხვევა კი არასწორად დამონტაჟებულმა წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია.

ნიგერიელი სტუდენტები, მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტები იყვნენ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary