,,სიტყვა დღეში - წასაშლელი’’
10 აპრილი, 2015
,,სიტყვა დღეში - წასაშლელი’’ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თანამედროვე ხელოვნების ცენტრში გაიმართა შვეიცარიელ ხელოვანთა ჯგუფის RELAX (chiarenza & hauser & co) - ის გამოფენა ,,სიტყვა დღეში - წასაშლელი”.

გამოფენის შექმნაში შვეიცარიელ ხელოვანებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ თანამედროვე ხელოვნების ცენტრის არაფორმალური სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები.

გამოფენის კურატორმა მარიამ ნატროშვილი განაცხადა: ,,ეს არის Relax & Co” -ს გამოფენა. “Relax & Co” არის ჯგუფი, რომელიც ორი წევრისგან შედგება - დანიელ ჰაუზერი და მარია-ანტონიეტა კიარენზა. ისინი შვეიცარიიდან - ციურიხიდან არიან. გამოფენა გაგრძელდება ერთი თვე. მათ იმუშავეს თანამედროვე ხელოვნების ცენტრის არაფორმალური სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან ერთად და შეაგროვეს სიტყვები, რომლებსაც საზოგადოება ზედმეტად თვლის და მიიჩნევენ, რომ წასაშლელია ქართული ლექსიკიდან. გამოფენაზე წარმოდგენილია ეს სიტყვები. იმართება ვიდეოდისკუსია ნარგიზა არჯევანიძესთან, რომელიც მოწვეული იყო სამუშაოს ფარგლებში. ამ ერთი თვის განმავლობაში დამსწრეებს შეუძლიათ მოვიდნენ და სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში დატოვონ რაიმე ღირებული ნივთი. მაგალითად მაჯის საათი, ან საფულე. აიღებენ ტილოს და შეუძლიათ მხოლოდ ერთი სიტყვის წაშლა. შემდეგ დაიბრუნებენ კუთვნილ ნივთს”.

,,ვარ თანამედროვე ხელოვანების ცენტრის სამაგისტრო კურსის სტუდენტი. მონაწილეობა მივიღე გამოფენაში - ,,სიტყვა დღეში - წასაშლელი”. დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ვიმუშავეთ შვეიცარიელ ხელოვანებთან ერთად. მოვიფიქრეთ გამოფენის ფორმაც და ტექნიკურად შესრულებაც“ - აღნიშნა ნანა გიგლემიანმა.

,,შვეიცარიელი ხელოვანები ჩვენთან ერთად აკეთებდნენ ყველაფერს. გაგვიზიარეს თავიანთი გამოცდილება. ამ ყველაფერს ერთობლივად ვქმნიდით’’- განაცხადა ზურა თოფურაშვილმა.

,,ძალიან უცხო გამოფენაა საქართველოს კვალობაზე. არ წარმომედგინა, თუ ასეთი იქნებოდა. გამიხარდა რომ მოვედი. დასწრება ნამდვილად ღირდა’’- განაცხადა დამსწრემ თათია კაჭარავამ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary