დასაქმების ხელშეწყობის სამსახურმა კარიერული წინსვლისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე სტუდენტებთან შეხვედრა გამართა
17 აპრილი, 2015
 დასაქმების ხელშეწყობის სამსახურმა  კარიერული   წინსვლისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე სტუდენტებთან შეხვედრა გამართა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობის სამსახურმა კარიერული წინსვლისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრა მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდა და,  შესაბამისად, მხოლოდ ისინი დაესწრნენ. როგორც უნივერსიტეტის პიარის ხელმძღვანელმა განაცხადა, ეს ღონისძიება შიდა საუნივერსიტეტო იყო და ამიტომ ესწრებოდნენ მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები.

დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის უფროსმა ცირა შანავამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა: ,,დღეს ერთ-ერთი ისეთი ღონისძიებაა, რომელთა მეშვეობით სტუდენტებს დასაქმების უფრო მეტი შანსი ექნებათ. გვექნება რეზიუმეს შედგენის მასტერკლასი. ეს სტუდენტებს საშუალებას მისცემს, რომ თავიანთი პიროვნული და პროფესიული თვისებები, ასევე ინტერესები გამოავლინონ ისე, რომ ეს მიმზიდველი იყოს დასაქმებისთვის და უფრო ეფექტურად მოახდინონ თავიანთი შესაძლებლობის რეალიზება შრომის ბაზარზე. ასეთი ღონისძიებები ხშირად გვაქვს. ჩვენი სამსახური არის ერთადერთი საქართველოში, რომელიც კონკრეტულად სტუდენტებისთვისაა ყოველთვის ღია, რომ მიიღონ ასეთი სახის კონსულტაციები, რჩევები იმაზე, თუ როგორ უნდა გაესაუბრონ დამსაქმებელს, დაწერონ სამოტივაციო წერილი, დაგეგმონ თავიანთი კარიერა".

დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც ჩატარდება.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary