მასმედიის როლი საზოგადოების ცხოვრებაში
17 აპრილი, 2015
მასმედიის როლი საზოგადოების ცხოვრებაში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია "მასმედიის როლი საზოგადოების ცხოვრებაში" გაიმართა. ლექცია ტიმ დინმა წაიკითხა.

ტიმ დინი 12 წლის განმავლობაში იყო BBC-ის მსოფლიო სამსახურის თანამშრომელი და დაჯილდოებულია ისეთი დოკუმენტური პროგრამების შექმნისათვის, რომლებიც აშუქებდა პოლიტიკურ, რელიგიურ თუ სოციალურ საკითხებს დედამიწის სხვადასხვა კუთხეში. მას, როგორც ჟურნალისტს, სხვადასხვა დროს ნამუშევარი აქვს ეთიოპიაში, განაში, კენიაში, ნორვეგიაში, ტანზანიაში, ტოგოში, უგანდაში, უკრაინაში, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამჟამად ტიმ დინი აღმოსავლეთ ანგლიაში მოღვაწეობს და სასულიერო პირების კვალიფიკაციის ამაღლებას ემსახურება.

ლექციის განმავლობაში ჟურნალისტმა ისაუბრა ისტორიულ მაგალითებზე, განიხილა კენიის მაგალითი მედიის ჭრილში. მისი თქმით, ქვეყანაში, რომელშიც არ არის მედია თავისუფალი, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში არ არის დემოკრატია.

,,მეც ჟურნალისტი ვარ პროფესიით და ჩემთვის ეს ლექცია საინტერესო იყო. მითუმეტეს, რომ ტიმ დინმა არაერთი მაგალითი მოიყვანა იმაზე, თუ რაოდენ დიდი გავლენა აქვს მედიას საზოგადოებაზე. საინტერესო იყო მისი მოსაზრების მოსმენა მედიის თავისუფლებაზე, ვფიქრობ, ნაყოფიერი ლექცია იყო დამსწრე აუდიტორიისთვის" - განაცხადა ჟურნალისტმა თათია ურუშაძემ.

გიორგი გამყრელიძის თქმით: ,,დიდი გამოცდილება მივიღე ტიმ დინის ლექციით, მე, როგორც დამწყებ ჟურნალისტს, მაინტერესებს ყველაფერი ჩემი სფეროს შესახებ. სხვადასხვა მაგალითით ძალიან მარტივად და ლაკონიურად ჩამოაყალიბა მედიის როლი და ის, თუ რამდენად დიდი გავლენა აქვს საზოგადოების აზრის ფორმირებაზე".


ლექციაზე დასწრება თავისუფალი იყო.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary