გოეთეს ინსტიტუტში გერმანელი რეჟისორის ვერნერ ჰერცოგის დოკუმენტური ფილმის "პატარა დიტერს უნდა ფრენა" ჩვენება გაიმართა.
დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენები იყო მფრინავის ტყვეობის ამბები. ღონისძიებას ესწრებოდნენ გოეთეს ინსტიტუტის სტუდენტები და სხვა მიწვეული სტუმრები.
"დღეს ჩემი საყვარელი რეჟისორის ფილმის ჩვენება გაიმართა. ძალიან მიყვარს ეს ფილმი, რადგან დიდ აზრს ვხედავ მასში, ემოციური და რთული ფილმია" - აღნიშნა სტუდენტმა რუსკა მეტრეველმა.
ფილმის დასრულების შემდეგ დისკუსია და ფილმის განხილვა გაიმართა. სიტყვით გამოვიდნენ მიწვეული სტუმრები, კინომცოდნე და ქართველი პილოტები.
"ფილმი მართლაც რომ საინტერესოა. მასში ასახული კადრები ნამდვილად ჰგავს თუნდაც ქართველი მფრინავის ყოფას. ცხოვრებაშიც ისეთივე რთულია, გახდე ნამდვილი მფრინავი, როგორც ფილმშია ასახული. მე ვისურვებდი, ქართველებსაც შეგვექმნას ასეთი დოკუმენტური ფილმი, სადაც დავინახავდით ქართველი მფრინავების გმირობას" - განაცხადა ქართველმა მფრინავმა.
"პატარა დიტერს უნდა ფრენა" ამსტერდამისა და სან-ფრანცისკოს საერთაშორისო კინოფესტივალების გამარჯვებულია. ფილმი ნაჩვენები იყო გოეთეს ინტიტუტის კინოარქივის კოლექციიდან. ყოველ ორშაბათს გოეთეს ინსტიტუტში კვლავ გაიმართება სხვადასხვა ფილმის ჩვენება.