კონკურსი ტრადიციულია და უნივერსიტეტის მასშტაბით უკვე მეორედ ტარდება.
იდეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით და მას უნივერსიტეტი და გამომცემლობა „პალიტრა L“ ერთობლივად ახორციელებენ.
პროექტის მიზანია ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობა და კონკურსის ფორმით სტუდენტებისთვის მეტი მხატვრული ლიტერატურის შეთავაზება. კონკურსში ჩართვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ. კონკურსანტები პროექტისთვის შერჩეულ 10 წიგნს წაიკითხავენ და სპეციალურად კონკურსისთვის მომზადებულ ტესტებს დაწერენ. კონკურსის შედეგად გამოვლინდება ერთი გამარჯვებული, რომელიც გამომცემლობა „პალიტრა L“-ის მიერ დაწესებულ მთავარ პრიზს - 1000 ლარს მიიღებს. მსურველებმა უნდა გაგზავნონ წერილი ელ-ფოსტაზე taoba@tsu.ge
როგორც ამ პროექტის ერთ-ერთი ავტორი თორნიკე აბაშიძე აღნიშნავს: „წინა წელს 400-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, არ ველოდით ამხელა დაინტერესებას, დიდი მადლობა მათ, ვინც ჩვენი იდეები გაიზიარა, თქვენი დაინტერესების შედეგად ეს პროექტი კიდევ უფრო გაიზრდება“.
დათო ტურაშვილმა თქმით, წიგნს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანისათვის. მწერალმა პარალელი გაავლო წიგნის კითხვის კულტურაზე დასავლეთსა და საქართველოში, ასევე იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რაც ხელს უშლის მკითხველს წიგნამდე მისვლაში, „წიგნის კითხვის კულტურას გვიშლის აგრესიული ტელესივრცე, რომელიც ცუდ პირობებს, სხვა სივრცეს აყალიბებს. ადამიანი არის სუბიექტური და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, ასეთი შექმნა ღმერთმა, ამიტომაც შეუძლებელია არსებობდეს რაღაც ნორმა, რომელიც განსაზღვრავს, რა ასაკში, რა წიგნი უნდა წაიკითხო. ყველა წიგნს ჰყავს მკითხველი გარკვეულ ასაკში, მთავარი ისაა, რომ ადამიანმა დაიწყოს კითხვა. ჩვენ ბავშვობაში გვაძალებდნენ და გვაზეპირებინებდნენ „ვეფხისტყაოსანს“, მეთოდიკა იყო ცუდი, ჩვენ ვერ მოვახერხეთ, რომ ჩვენი ღირსეული წიგნი სხვასაც წავაკითხოთ. ვერ ვაცნობიერებთ რამდენად ღირებულია ის.
გერმანია კი ბატონო ვიცით რომ არის “მერსედესის” ქვეყანა, მაგრამ ის გოეთეს ქვეყანაა, იაპონია ცნობილია “ტოიოტათი”, მაგრამ აკუტაგავას ქვეყანაა, ჩინეთი ძალიან დიდხანს ეგოცენტრიზმის გათვალისწინებით ეგონათ ჩამორჩენილი ქვეყანა მანამ, სანამ დანარჩენმა ცივილიზებულმა სამყარომ არ გაიცნო ლაო ძი. ჩვენ არ გვაქვს სიყვარული ჩვენი მთავარი წიგნის მიმართ, არ ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“. როგორ შევაყვაროთ ბავშვებს წიგნი?-ჯერ თავად შევიყვაროთ ის“.
ღონისძიების დასასრულს მწერალმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და განიხილა რამდენიმე ახალი წიგნი.