ლგბტ ქალების სოციალიზაცია - მზაობა საზოგადოებაში
25 აპრილი, 2015
ლგბტ  ქალების სოციალიზაცია - მზაობა საზოგადოებაში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
,,ფრონტლაინ" კლუბში დისკუსია გაიმართა თემაზე - ,,ლგბტ ქალების სოციალიზაცია - მზაობა საზოგადოებაში". დასწრება ყველა მსურველს შეეძლო.

დისკუსიის მიზანი იყო: ლგბტ ქალების სოციალიზაციასთან დაკავშირებული წინააღმდეგობების განხილვა, პლურალური დებატების წამოჭრა-ხელშეწყობა, სტერეოტიპების რღვევა, ახალგაზრდებში ლგბტ საკითხებისადმი მგრძნობელობის ამაღლება, სოციალური სტიგმით გამოწვეული სტრესის მიზეზ-შედეგობრივი განხილვა.

დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ: ანა რეხვიაშვილი - ორგანიზაცია "იდენტობის" წარმომადგენელი, ეკა აღდგომელაშვილი - გენდერის საკითხთა ექსპერტი, თამარ ხორბალაძე - მედიის განვითარების ფონდიდან.

ეკა აღდგომელაშვილმა განაცხადა: ,,საკანონმდებლო დონეზე სიტუაცია უმჯობესდება, თუმცა, ლგბტ წევრების მიმართ იზრდება ძალადობა. შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება ყველას აქვს, ლგბტ საზოგადოების წევრები კი ამ უფლებით ვერ სარგებლობენ. მათ უნდობლობა აქვთ სამართალდამცავების მიმართ, რადგან ხშირად ხდებიან შანტაჟისა და მუქარის მსხვერპლნი. ჩვენთან გარემო ჰომოფობიურია და ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლებს ურჩევნიათ, ეს ძალადობა დამალონ. ასეთი დანაშაულების სტატისტიკა მატულობს. ამის რამდენიმე მიზეზია. პირველი ის, რომ ჯგუფის ხილვადობა და მგრძნობელობა გაიზარდა. სოციალური განწყობა დიდ გავლენას ახდენს ამ ჯგუფებზე. ლგბტ საკითხების პოლიტიზაცია იწყება 1999 წლიდან. ეს ყველაფერი პოლიტიკურ სარჩულს ატარებს". 

ინტერნეტ-ბეჭდური გამოცემა "ახალი გაზეთის" ბაზაზე, "ქალთა ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით, მომზადდება 3 სადისკუსიო შეხვედრა ადგილობრივი მოსახლეობის, არასამთავრობო სექტორის, სხვადასხვა სოციალური და სექსუალური ჯგუფის წარმომადგენლის მონაწილეობით. დისკუსიის მთავარ მიზანს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს შორის ნდობის აღდგენა და არსებული სტერეოტიპების რღვევა წარმოადგენს, რის მიღწევასაც სამოქალაქო აქტივობისა და მედიის მონაწილეობის გზით ეცდებიან ორგანიზატორები.




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary