თავისუფლება და დემოკრატია - პასუხი უსაფრთხოებაზე
28 აპრილი, 2015
თავისუფლება  და  დემოკრატია - პასუხი უსაფრთხოებაზე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე - "საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის გამოწვევები".

შეხვედრა მოეწყო GAU-ს საჯარო ლექციათა ციკლის ფარგლებში, რომლის მიზანიც არის "GAU-ზიარე ინფორმაცია მეგობრებს". 

მომხსენებელმა ისაუბრა ქართული პოლიტიკის ფუნდამენტურ საკითხებზე, ევროინტეგრაციის რისკებსა და პერპექტივებზე, ვიზა-ლიბერალიზაციის კანონის არსზე. თინა ხიდაშელმა მსმენელთან ერთად იმსჯელა აქტუალურ თემებზე: ევროპისა და რუსეთის ურთიერთობები, ეკონომიკური და სამხედრო სიძლიერე, საქართველოს მზადყოფნა ევროინტეგრაციისათვის, განიხილა საქართველოს "წლიური სამოქმედო გეგმა", "სამოქმედო გეგმა 2017" და ა.შ. 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, "მხოლოდ თავისუფლებასა და დემოკრატიაში არის პასუხი უსაფრთხოებაზე, სხვა ყველაფერი არასტაბილურობისთვისაა განწირული". 

ლექციაზე განიხილეს ევროკავშირის კონკრეტული მიზნები თანამედროვე მოვლენებზე, კერძოდ უკრაინის კრიზისის შესახებ. როგორც თინა ხიდაშელმა აღნიშნა: "ევროკავშირსა და ნატო-ს უკრაინისა და საქართველოს გადარჩენა საკუთარი ძლიერების დასამტკიცებლად სჭირდებათ, მათი მიზანია კოლექტიური უსაფრთხოება არა მხოლოდ ორგანიზაციის ფარგლებში, არამედ მთელ ცივილურ სამყაროში, ფართო და თავისუფალი საზღვრები არის ევროპის დღევანდელი გეგმა".

ლექციის შემდეგ გამართულ დისკუსიაზე აუდიტორიას კითხვების დასმის საშუალება მიეცა. სტუდენტები, ძირითადად, დაინტერესდნენ უახლესი კანონპროექტებით, იმსჯელეს ასოცირების ხელშეკრულების გამოწვევებზე, "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე" ( DCFTA), საქართველოს შრომის კოდექსის სტანდარტებზე.

დისკუსიის ბოლოს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მაისის თვეში კომიტეტის ღია კარის დღე გაიმართება, სადაც კომიტეტთან თანამშრომლობისთვის შეირჩევა ახალგაზრდები.



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary